მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ბალამანდში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.10.2023. 6 ოქტომბერს ბალამანდის უნივერსიტეტში (ლიბანი) გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის გახსნა – „ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია მე-15-დან მე-18 საუკუნემდე: ისტორიის სწორი გაგებისათვის“, – იუწყება დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის ტახტთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლობის ვებგვერდი.
კონფერენცია დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ გახსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა, ანტიოქიის საპატრიარქოს ეპარქიების წარმომადგენლებმა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი).
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიბანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები მიშელ აუნი და მიშელ სულეიმანი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოადგილე ელიას ბუ სააბი, ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ნაბიჰ ბერი, ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დოქტორი საად ალ-შამი, ბალამანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი დოქტორი ელიას ვარაკი, ლიბანის საპარლამენტო ბლოკის „ერთგულება წინააღმდეგობას“ მეთაური ჰაჯა მუჰამედ რაადი, უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს წევრი ჰაჯ მუჰამედ ალ-ხანსი.
ფორუმის მონაწილეებს შორის არიან პოლიტიკოსები, მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები და ლიბანისა და ახლო აღმოსაცლეთის საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი.
კონფერენციის დაწყებამდე წმინდა იოანე დამასკელის სასულიერო ინსტიტუტის გუნდმა გალობები შეასრულა.
კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024