მთავარი გვერდი ახალი ამბები
სერბეთის პატრიარქი პორფირი: კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღ…

სერბეთის პატრიარქი პორფირი: კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე რელიგიური კუთვნილების გამო პატიმრობაში აღმოჩნდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 23.07.2023. 22 ივლისს სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირიმ წერილობითი მიმართვა გაუგზავნა რიგ რელიგიურ ლიდერს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს და მოუწოდა მათ გამოიყენონ თავიანთი ავტორიტეტი მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყონ კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლის, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს გათავისუფლებას, რათა იერარქმა შეძლოს თავისი სახარებისეული მისიის გაგრძელება.

14 ივლისს მიტროპოლიტი პავლე უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში აიყვანეს და ციხეში მოათავსეს. მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

მიმართვის ადრესატებს შორის არიან: ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები; რომის პაპი ფრანცისკე; ანგლიკანური თემის მეთაური, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერიში; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ფოლკერ თურქი; ასევე, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო; ევროპის ეკლესიათა კონფერენცია; ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციის კომისიის ხელმძღვანელობა; ორგანიზაციები Amnesty International და Freedom House, – იუწყება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდი.

როგორც უწმინდესი პატრიარქი პორფირი აღნიშნავს, ფართომასშტაბიანი, რთული და სახიფათო ისტორიული ცვლილებების დროს, როგორსაც, რა თქმა უნდა, დღევანდელობა წარმოადგენს, ყოველი ადამიანი, ვინც სამართლიანობას იცავს, ვალდებულია, განურჩევლად მისი რელიგიისა, ეროვნებისა, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებისა, მიუთითოს ცალკეული პირის მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე და მათ ფუნდამენტურ უფლებებზე. ასეთი უსამართლობის მაგალითია ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს შემთხვევა.

მიმართვაში ხაზგასმულია ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლის არაიურიდიული ხასიათი. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ეს, ერთი მხრივ, უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარების შედეგია, სადაც სამხედრო კონფლიქტი გრძელდება და, მეორე მხრივ, ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვის გამოხატულება, დაიპყროს კიევ-პეჩერის ლავრა – მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე.

რელიგიური ლიდერებისა და საერთაშორისო მოღვაწეებისადმი მიმართვაში სერბეთის პატრიარქი პორფირი ტკივილითა და სიმწარით აღნიშნავს, რომ ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე, რომელიც ყოველთვის მოუწოდებდა მშვიდობისაკენ, კონფლიქტების შეწყვეტისა და დიალოგის გზით გადაწყვეტილებების ძიებისაკენ, არ უნდა იყოს გასამართლებული და მისჯილი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მას არ უნდა ჩაეთვალოს დანაშაულად სიტყვები და, მით უმეტეს, აზროვნება.

მიტროპოლიტი პავლე პატიმრობაში აღმოჩნდა რელიგიური კუთვნილების გამო და ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის აღმაშფოთებელი მაგალითი, – განაცხადა მისმა უწმინდესობამ, და აღნიშნა: „ის დააპატიმრეს იმის გამო, რომ მართლმადიდებელი იერარქია, თავისი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთგული მოღვაწე“. მიტროპოლიტი პავლე „ურყევი მცველია მონასტრისა, რომლის იღუმენიც ის არის“. სწორედ ამ ხარისხში წარმოადგენს იგი იმის გადაულახავ დაბრკოლებას, რომ „კანონიერებისა და და ლეგიტიმაციის სახე“ მიეცეს კიევი-პეჩერის ლავრის მიტაცებას სხვა – ეკლესიის ნიღაბაფარებული – სტრუქტურის მიერ.

უწმინდესმა პატრიარქმა პორფირიმ მოუწოდა, გამოვიდნენ მიტროპოლიტ პავლეს დასაცავად და რაც შესაძლებელია, ყველაფერი გააკეთონ მისი გასათავისუფლებლად.

როგორც ადრე იყო ნაუწყები, 2023 წლის 15 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, რიგ რელიგიურ ლიდერს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სადაც ატყობინებდა კიევ-პეჩერის წინამძღვრის ადგილმონაცვლის, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს დევნის შესახებ, და მოუწოდებდა მათ, ყურადღება გაემახვილებინათ უკრაინაში უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის ფაქტებზე.

 

 

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب