მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება კიევ-პეჩერის ლა…

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება კიევ-პეჩერის ლავრიდან მორწმუნეთა გაძევების მცდელობებთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციი სამსახური, 14.07.2023. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე განცხადებით გამოვიდა კიევ-პეჩერის ლავრიდან მორწმუნეების გაძევების მცდელობებთან დაკავშირებით.

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო ძალადობრივი აქციები, რომელთა მიზანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების საბოლოო განდევნა კიევ-პეჩერის ლავრიდან. ძალადობა გამოიყენება, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მიდიან მონასტრის კედლებთან, რათა დაიცვან თავიანთი გულისთვის ძვირფას მონასტერში ლოცვის უფლება.

კიევ-პეჩერის ლავრას, რუსეთის მართლმადიდებლობის ამ უძველეს სავანეს, საბჭოთა პერიოდში უღვთო დევნის ატანა მოუხდა. XX საუკუნეში ღმერთმებრძოლებმა ლავრა ორჯერ დაკეტეს. პირველად 1920-იან წლებში, როდესაც, ისევე როგორც დღეს, სამონასტრო თემი თანდათან განდევნა ახლადშექმნილმა „ისტორიულ-კულტურულმა სახელმწიფო ნაკრძალმა“, რაც მონასტრის სრული ლიკვიდაციით დასრულდა. ძმების ნაწილი დახვრიტეს, ბევრი დააპატიმრეს ან გადაასახლეს, ხოლო თავად ლავრა მოაოხრეს. XX საუკუნის 40-იან წლებში სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა, მაგრამ მონასტერი კვლავ დაიკეტა ახალი ანტიეკლესიური დევნის დროს, უკვე გასული საუკუნის 60-იან წლებში.

30 წელზე მეტი გავიდა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კიევ-პეჩერის ლავრის უკანასკნელი აღორძინებიდან, რომლის დროსაც მონასტერი აღდგა და გამშვენიერდა სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი მორწმუნის შრომით. სავანე კვლავ იქცა მსოფლიო მართლმადიდებლობის ნამდვილ მარგალიტად. ახლა კი, დიდი სინანულით უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარეობს ახალი, მორიგი მცდელობა იმისა, რომ შეწყდეს მონასტრის არსებობა, როგორც მილიონობით მორწმუნის სულიერი ცენტრისა.

ყველა, ვინც ახლა ამ უკანონობას უწყობს ხელს, საკუთარ თავს XX საუკუნის ღმერთმებრძოლთა მემკვიდრეებად აქცევს, როგორი საბაბითაც არ უნდა ამართლებდნენ ისინი თავიანთ ქმედებებს.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა და წარმომადგენლებმა, მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააკეთეს განცხადებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების დევნის შეწყვეტის მოთხოვნით. სიწმინდის პატივისცემაზე გადის გზა მშვიდობისაკენ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ომით მიყენებული ჭრილობები. მაგრამ, როგორც მსოფლიო საზოგადოების რეაქცია აჩვენებს, უკრაინის მოქალაქეების უფლება, თავისუფლად იაღმსარებლონ თავიანთი სარწმუნოება, ბევრისთვის არ არის საინტერესო თემა, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხშირად გამოდიან ადამიანის უფლებების დაცვის განცხადებებით.

მორწმუნეების წინააღმდეგ ტერორი ხდება ჩვენს თვალწინ დაუსჯელად და ურცხვად. ეკლესია, რომელიც რამდენიმე ათეულობით მილიონ მორწმუნეს აერთიანებს, სახელმწიფოს მტრად არის გამოცხადებული.

ვლოცულობთ უკრაინაში ანტირელიგიური დევნის ყველა მსხვერპლისთვის, და დარწმუნებულები ვართ, რომ პასუხისმგებლობა უდანაშაულო მორწმუნეების ტანჯვაზე, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში უცხო გახდნენ, სამუდამოდ დაეკისრება მათ, ვინც მოაწყო ეს ტერორი ან წააქეზა ეს დევნა.

 

+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب