მოსკოვის საპატრიარქო
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას სსკგ-ის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21/06/2023. 21 ივნისს ჟენევაში დაიწყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომა. მასში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში ჩავიდა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე შედიან: სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ჟენევის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დეკანოზი მიხეილ გუნდიაევი,. სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის საკითხებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი) და სსკგ-ის თანამშრომელი მ.ბ. ნელიუბოვა.
ემს-ის ცენტრალური კომიტეტი არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მთავარი მმართველი ორგანო ასამბლეათაშორის პერიოდში და იკრიბება მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ. აღნიშნული შეხვედრა 27 ივნისამდე გაგრძელდება.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024