მთავარი გვერდი ახალი ამბები
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა…

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე მიულოცეს


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.24.2023. 24 მაისს, აღდგომის დღესასწაულის წარგზავნის დღეს, უფლის ამაღლების წინადღესასწაულზე, სლოვანთა განმანათლებელთა და მოციქულთასწორთა მეთოდესა და კირილეს ხსენების დღეს, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა უწმინდესმა კირილემ მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მისი სახელის ხსენების დღეს აღასრულა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, კერძოდ, თანამსახურებდნენ: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი, ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან; ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია); მორავიჩის ეპისკოპოსი ანტონი, სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან; არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი; არქიმანდრიტი ვასიანე (ზმეევი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ბულგარეთის პატრიარქთან; დეკანოზი დანიელ ანდრეიუკი, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი.

საკურთხეველში ლოცულობდა არქიმანდრიტი სტეფანე (დისპირაკისი), წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან.

წირვის დასრულების შემდეგ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ტრაპეზი გაიმართა.

მოსკოვის საპატრიარქო საყდართან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა სახელით უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიულოცა ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა:

„თქვენო უწმინდესობავ!

ნება მომეცით, თქვენს წმინდა საყდართან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების სახელით მოგილოცოთ თქვენი ზეციური მფარველი ანგელოზის დღე.

ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ წმინდა კირილეს ღვაწლის სიდიადეს, რომელსაც კოლოსალური მნიშვნელობა ჰქონდა მართლმადიდებლობის გავრცელებისთვის სლავურ მიწებზე.

მთელს ქრისტიანულ სამყაროში პატივს სცემენ წმიდა მოციქულთასწორი კირილეს და მისი ძმის წმინდა მოციქულთასწორი მეთოდეს უდიდეს სულიერ საგანმანათლებლო ღვაწლს. და თუ ადრე, მართლმადიდებელ სლავებზე ფიქრისას, ყოველთვის ჩნდებოდა ასოციაცია წმინდა კირილეს შესახებ, რომელიც შორეულ  IX საუკუნეში ცხოვრობდა, ახლა მასთან კავშირში თქვენს უწმინდესობასაც იხსენებენ. იმიტომ რომ, თქვენ იშრომეთ იმისთვის, რომ რუსეთის ეკლესიის სიტყვა მთელ მსოფლიოში გაეგოთ: თქვენი წიგნები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, ხოლო თქვენი გამორჩეული ცოცხალი სიტყვა ისმის საერთაშორისო კონფერენციებზე.

თქვენ ხართ წინამძღოლი დიდი ეკლესიისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე დიდია თავისი მოღვაწეებით, მქადაგებლებით, ღვთისმეტყველებით, მოწამეებით... და თქვენ მოუწოდებთ ხალხს, მიბაძონ მათ სიწმინდეში ღირსეულად და სამართლიანად, აქონ და ემადლიერონ უფალს, და რაც მთავარია, მიბაძონ ქრისტეს სიყვარულში, დაიცვან სუსტები და დაეხმარონ გაჭირვებულებს.

თქვენი ზეციური მფარველის, წმიდა მოციქულთასწორ კირილეს ლოცვებით, გაგაძლიეროთ უფალმა და მრავალი წელი გამსახუროთ თქვენს პირველიერარქიულ მსახურებაში რუსეთის წმიდა ეკლესიისა და დიდი რუსეთის წინაშე“.

 

 

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب