მოსკოვის საპატრიარქო
ათონის ზოგრაფის მონასტრის ბინადრებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში კანონიკური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული დევნის ტრაგიკულობას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.03.2023. „როგორც ადრე ვიზიარებდით თანამეგობრობისა და ძმური სიყვარულის სიხარულს, ახლაც ვიზიარებთ იმ დიდ მწუხარებას, რომელიც დაატყდა თავს უკრაინაში ქრისტეს ეკლესიას“, – აღნიშნეს ათონის მთაზე ბულგარეთის ზოგრაფის მონასტრის ბინადრებმა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრისადმი მიმართვაში. მათ განაცხადეს, რომ ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებს კანონიკური ეკლესიის „ეპისკოპოსების, მონაზვნებისა და მორწმუნეების დევნა“.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ ღვთის კეთილი განგებულებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განწმედილი გამოვა დევნის ჯვარცმით“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლოვჩანსკის ეპარქიის ვებგვერდზე. „ჩვენ ვუერთდებით თქვენს თავმდაბლურ ლოცვებს მთელი მსოფლიოს მშვიდობისთვის და თქვენს მიწაზე სიმართლისა და ჭეშმარიტების საბოლოო ზეიმისთვის“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024