
მოსკოვის საპატრიარქო
უნგრეთის ვიცე-პრემიერი ბუდაპეშტის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარს ეწვია

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.0,22023. 2023 წლის 29 აპრილს ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის ლიდერი, უნგრეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ჟოლტ შემიენი ეწვია ბუდაპეშტის მიძინების ტაძარს, უნგრეთის ეპარქიის კათედრალს. საპატიო სტუმარს ეპარქიის მმართველი, ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი დახვდა.
დეკანოზმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას ტაძრის აღდგენის საქმეში გაწეული დახმარებისთვის, რის შემდეგაც ტაძარი თავისიპირვანდელი სილამაზით აღდგა.
ბ-ნი შემიენი დეტალურად გაეცნო ფართო სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობასა და შედეგებს, შენობის იერსახის აღორძინებიდან, დაკარგული კოშკისა და შუბის აღმართვით და დამთავრებული ტაძრის შიგნით პროფესიონალურად შესრულებული სამუშაოებით. ტაძრის კანკელი ევროპაში მართლმადიდებლური ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია, – მხარეებმა იმსჯელეს და მისი შენარჩუნებისა და აღდგენის გეგმები დასახეს.
ვიცე-პრემიერმა ღრმა კმაყოფილება გამოთქვა ნანახით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ყოველთვის იყო დუნაის სანაპიროზე ერთ-ერთი არქიტექტურული დომინანტი, რომელიც ქმნიდა მის დაუვიწყარ იერს და ტაძრის აღდგენის შემდეგ დაბრუნდა არა მხოლოდ მისი გარეგანი ბრწყინვალება, არამედ თვით შენობა ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდა.
საუბრისას აღინიშნა უნგრეთის მთავრობასა და მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიას შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვა მიმართულებითაც – კულტურული გაცვლა, საგანმანათლებლო საქმიანობა, სოციალური მუშაობა და ქველმოქმედება, ასევე დასახულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.05.2023
27.04.2023
16.03.2023
18.05.2023
27.04.2023
16.04.2023
16.03.2023