მთავარი გვერდი ახალი ამბები
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდ…

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.27.2023. 27 აპრილს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას გაუძღვა.

შეხვედრის გახსნისას დამსწრეებს შესავალი სიტყვით მიმართა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

„ქრისტე აღდგა!

გულითადად მივესალმები უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ყველა წევრს.

დღეს ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში შედის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საეკლესიო მსახურების საკითხები. სასიხარულოა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს საეკლესიო დაწესებულებებმა შესამჩნევად გააძლიერეს მუშაობა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ლტოლვილებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად. თანაც, ეს კეთდება ზემოდან საგანგებო მითითებების გარეშე, რაც ძალიან მსიამოვნებს; ვლინდება ინიციატივა – და ასეც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ყოველმხრივ მხარს ვუჭერ ყველა იმ წამოწყებას, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაზეა მიმართული.

2022 წელს საქველმოქმედო შემოწირულობების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 2850 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება და გადაცემა ლტოლვილებისა და დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, საიდანაც 1770 ტონაზე მეტი გაიგზავნა ბერდიანსკის, გორლოვკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, სევეროდონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ეპარქიებში.

წმინდა ალექსის საეკლესიო საავადმყოფოში დაჭრილთა დასახმარებლად მოწყალების დების კურსები მოეწყო. საავადმყოფოს სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული მოხალისეები რეგულარულად იგზავნებიან როტაციის წესით მარიუპოლის ინტენსიური თერაპიისა და გორლოვკის №2 საავადმყოფოში დაჭრილი პაციენტების მოსავლელად.

ასევე, 200-ზე მეტი მოხალისე მშენებელი, რომლებიც გამოეხმაურნენ რუსეთის ეკლესიის მოწოდებას, დღეს მონაწილეობენ მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსების აღდგენაში, რომელიც, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად დაზარალდა საომარი მოქმედებების შედეგად. ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა თვრამეტი კერძო სახლი უკვე შეაკეთეს და მზად არიან, განაგრძონ მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა სინოდალური საქველმოქმედო განყოფილების მიერ. გმადლობთ, მეუფევ, ინიციატივისთვის და იმისთვის, რომ ეს საკმაოდ სწრაფად გაკეთდა.

სამწუხაროდ, ტაძრები და მონასტრები გარდაუვლად განიცდიან ზიანს საომარი მოქმედებების შედეგად; არცთუ იშვიათია ტაძრების მისამართით მიზანმიმართული სროლებიც. მაგალითად, აღდგომის ღამეს დარტყმა მიაყენეს იმ ადგილს, სადაც მდებარეობს დონეცკის სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარი, რასაც ერთი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა – ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა! დაიჭრა იპოდიაკონიც. ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი ტერორისტული აქტია, მაგრამ მის შესახებ დუმს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები და უფლებადამცველი ორგანიზაციები.

იმავე მარიუპოლში საომარი მოქმედებების დროს ბევრმა სამრევლომ ან მთლიანად დაკარგა თავისი ქონება, ან დაკარგა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. ვიცი, რომ სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიამ დახმარება აღმოუჩინა მარიუპოლის ტაძრებს და საეკლესიო ჭურჭელი გადასცა.

2023 წლის თებერვალში დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაიხსნა მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების ფილიალი. ეს მოვლენა მოწმობს საზოგადოებრივი ცხოვრების აღორძინებას, ხალხის მზადყოფნას აიღოს ინიციატივა და აქტიური პოზიცია დაიკავოს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი საეკლესიო-სამრევლო ცხოვრების სრულფასოვანი აღდგენაა და პოზიტიურ შედეგებს, პირველ რიგში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგით უნდა მივაღწიოთ.

დასასრულ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რთულ განსაცდელში მყოფი ჩვენი ძმების დასახმარებლად მუშაობს. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს, გაფართოვდეს და ამის შესახებ ცნობები ძალიან აქტიურად მიეწოდოს მსოფლიო საზოგადოებას“.

შემდეგ უწმინდესმა მეუფემ წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს, კერძოდ, სასულიერო სემინარიების საქმიანობას, სინოდალური დაწესებულებების მუშაობის გააქტიურებას ყირიმში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში; ასევე წინადადებების განხილვას XXXII საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების თემაზე (2024 წლის 24-27 იანვარი), – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

უმაღლესი საეკლესიო საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც უწმინდესი პატრიარქი კირილე თავმჯდომარეობს, შედიან:

კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის საპატრიარქოს ახლო საზღვარგარეთის ეპარქიების სამმართველოს ხელმძღვანელი;

ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი;

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე;

კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე;

კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტი, მონასტრებისა და ბერმონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე;

სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე, კაზაკებთან ურთიერთობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

მურმანსკისა და მონჩეგორსკის მიტროპოლიტი მიტროფანე, ფიზიკური კულტურისა და სპორტის საპატრიარქო კომისიის თავმჯდომარე;

ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი, კულტურის საკითხებში საპატრიარქო კომისიის თავმჯდომარე;

ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი, რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე;

ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა, მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი;

რამენსკის ეპისკოპოსი ირინარქი, საპატიმროებში მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე;

ვერეის ეპისკოპოსი პანტელეიმონი, ეკლესიის საქველმოქმედო და სოციალური მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე;

ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე, ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე;

ლუხოვიცკის ეპისკოპოსი ეფთვიმე, სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე;

დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე;

მღვდელმონაზონი ერმოგენი (ბურიგინი), მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

ვ.რ. ლეგოიდა, საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე;

იღუმენია ქსენია (ჩერნეგა), მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ, ასევე: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე, ზელენოგრადის ეპისკოპოსი საბა; მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, ბალაშიხინისა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი; საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახ. რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორი ა.ვ. შჩიპკოვი.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო

გაზიარება:
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე მიულოცეს

24.05.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

16.04.2023

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

15.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

03.05.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

16.04.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب