მოსკოვის საპატრიარქო
სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ემს-ს თხოვნით მიმართა, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ დევნის შესაწყვეტად
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.26.2023. 2023 წლის 25 აპრილს იერუსალიმში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) დელეგაციასთან შეხვედრისას სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ განაცხადა, რომ დევნა, რომელსაც დღეს კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კიევის ხელისუფლებისგან განიცდის, არის „ნამდვილი დანაშაულებრივი ქმედება“.
„მსოფლიოში ყველა ქრისტიანულმა ეკლესიამ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან ერთად, უნდა შეაჩეროს ეს მართლაც საშინელი დანაშაულებები მთელს მსოფლიოში კარგად ცნობილი ამ ეკლესიის წინააღმდეგ. მართლმადიდებლობა უკრაინის მიწაზე ათას წელზე მეტია არსებობს, ახლა კი თვით ეს მიწა იტანჯება ომისა და შეუწყვეტელი ძალადობისგან. როგორც ვხედავთ, კანონიკურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ზეწოლის ნამდვილი მიზანია, მისი ალტერნატიული არაკანონიკური სტრუქტურის პოპულარიზაცია. ის შეიქმნა დასავლეთის ქვეყნებსა და კიევის ხელისუფლებას შორის შეთანხმებით, რომელმაც თავისი ქვეყანა ომში ჩაითრია, რათა მომსახურებოდა დასავლეთის ხარბ და ბატონისეულ პრეტენზიებს“, – ნათქვამია მიმართვაში.
სურს რა ომის სწრაფად დასრულება, მთავარეპისკოპოსი თავის განსაკუთრებულ მოვალეობად მიიჩნევს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას „კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის უსწრაფესი შეწყვეტის აუცილებლობაზე, მათ შორის მისი იერარქების დევნასა და სამრევლოების დახურვაზე; განსაკუთრებით ეს კიევ-პეჩერის ლავრას ეხება“.
„აშკარაა, რომ კიევის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლავრა სარგებლობაში გადასცეს სქიზმატურ სტრუქტურას, რომლის კანონიკურობას ჩვენ ვერ ვაღიარებთ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ.
მან ასევე სთხოვა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, მიიღოს „ყველა შესაბამისი ზომა, რათა დაიცვას და დაეხმაროს წამებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც დღეს საშინელ დევნას განიცდის“.
მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ გაიხსენა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა მრავალი გზავნილი გაუგზავნეს მსოფლიოს სხვადასხვა საეკლესიო და სამართლებრივ ორგანიზაციებს: „ვიმედოვნებთ, რომ ისინი მიღებული და გათვალისწინებული იქნება დევნის შესაწყვეტად“.
დასასრულ, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ განაცხადა: „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების დევნა უნდა შეწყდეს და კიევ-პეჩერის ლავრა დაუბრუნდეს მის ნამდვილ მფლობელებს. ამ სავანეში ინახება მრავალი ღირსი მამის ნეშტი, მასში განუწყვეტლივ აღესრულება ღვთისმსახურებები და აღევლინება ლოცვები. ეს არის სულიერი ცხოვრების ცენტრი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის მუზეუმი, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტს ვ. ზელენსკის სურს, რომელიც ცდილობს სარგებლობაში გადასცეს ის არაკანონიკურ სქიზმატურ სტრუქტურას – კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ალტერნატივას.
მანამდე მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ უკვე გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი და უკრაინის ხელისუფლების მიერ გაჩაღებული დევნის წინააღმდეგ.