
მოსკოვის საპატრიარქო
ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტმა იოანიკემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ დევნას სახელმწიფო ტერორი უწოდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.04.2023. „ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით, თუ როგორ ართმევს უკრაინის ხელისუფლება საეჭვო რელიგიური კუთვნილების სქიზმატური და არაკანონიკური ჯგუფის გულის მოსაგებად უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უძველეს და ცნობილ სიწმინდეებს“, – აღნიშნა თავის სააღდგომო ეპისტოლეში ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტმა იოანიკემ (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია). მეუფე ამ ქმედებებში ხედავს „არა მხოლოდ რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, არამედ, სამწუხაროდ, სახელმწიფო ტერორსაც“ და „უკრაინაში თვითმყოფადი მართლმადიდებლობის დათრგუნვის“ მცდელობას.
„ვხედავთ რა თუ როგორ ითმენს ეს ჯვარცმული ეკლესია – მისი წინამძღვარი, მღვდელთმთავრები, სამღვდელოება, ბერმონაზვნები და მორწმუნე ერისკაცები –მშვიდად და ახოვნად შეურაცხყოფებს, ცილისწამებებს, ტაძრების ძარცვასა და მიტაცებებს ქრისტეს გოლგოთის გზაზე მდგომი, ჩვენ ვრწმუნდებით, რომ უფალი აუცილებლად გადმოღვრის თავის წყალობას მასზე, და რომ მძიმე ტანჯვისა და დევნის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მთელი მსოფლიოს წინაშე ათასობით ახალი აღმსარებლითა და მოწამით გაძლიერებული გამობრწყინდება“, – აცხადებს ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის მეთაური.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.05.2023
27.04.2023
16.03.2023
18.05.2023
27.04.2023
16.04.2023
16.03.2023