
მოსკოვის საპატრიარქო
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია: უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ძალადობრივი ზემოქმედება მიუღებელია როგორც სულიერი, ისე სამოქალაქო კანონებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.04.2023. ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტ ლუკასგან მიღებული წერილის საპასუხოდ, სადაც მან გაუზიარა ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე შევიწროებისა და დევნის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოს იერარქმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, მისწერა მას მხარდაჭერი სიტყვები, სადაც ხაზგასმით აღნიშნა მორწმუნეებზე წარმოებული ზეწოლის დაუშვებლობა.
მეუფემ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებით: „ამასთან ერთად ჩვენთვის დიდად სამწუხაროა, რომ მძიმე განსაცდელებით რთულდება უმე-ის მრავალმილიონიანი სამწყსოს მდგომარეობა. ბევრი მორწმუნე პარალელს ავლებს ეკლესიაზე ბოლშევიკების დროინდელ დევნასთნ.
მან ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ძალადობრივი ზემოქმედება მიუღებელია როგორც სულიერი, ისე სამოქალქო კანონებით“.
„აღვავლენთ ლოცვებს ღვთის მოწყალებისთვის და მშვიდობის უსწრაფესი გარდამოვლენისთვის თქვენს ქრისტესმოყვარე სამშობლოზე, ეკლესიისა და ხალხის ერთობისთვის, უმე-ს ყველა წევრის სულისა და ხორცის განმტკიცებისთვის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მეთაურობით, სინოდის წევრებისთვის, თანამსახური ძმებისთვის და მორწმუნე ერისთვის“, – წერს მიტროპოლიტი ანდრია მიტროპოლიტ ლუკას საპასუხო წერილში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.05.2023
27.04.2023
16.03.2023
18.05.2023
27.04.2023
16.04.2023
16.03.2023