მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ …

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.21.2023. 20 იანვარს, ანტიოქიის საპატრიარქოში თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სირიაში ჩავიდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი. 21 იანვარს იგი დამასკოში მიძინების საკათედრო ტაძარს ეწვია.

შემდეგ, ანტიოქიის საპატრიარქოს შენობაში შედგა  სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე X-სთან. ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ალეპოსა და ალექსანდრიტის მიტროპოლიტმა ეფრემმა, დარაის ეპისკოპოსმა მოსემ, სერგიოპოლის ეპისკოპოსმა იოანემ, ფილადელფიის ეპისკოპოსმა არსენიმ, ლარის ეპისკოპოსმა მოსემ და სელევკიის ეპისკოპოსმა რომანმა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეხვედრაზე წარმოადგენდნენ მიტროპოლიტ ანტონის თანმხლები პირები მოგზაურობაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქთან არქიმანდრიტი ფილიპე (ვასილცევი) და სსკგ-ის თავმჯდომარის თანაშემწე მღვდელი ალექსანდრე ერშოვი.

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისადმი მისასალმებელ სიტყვაში, უნეტარესმა პატრიარქმა იოანემ აღნიშნა, რომ მეუფის ამჟამინდელი ვიზიტი დამასკოში პირველია მისი საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ. ამ ვიზიტის პროგრამაში შედის უნეტარეს პატრიარქთან თანამწირველობა საღმრთო ლიტურგიაზე არბინაში წმიდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში და აზ-ზაბადანის ტაძრის მოლოცვა, რაც, მისი უნეტარესობის აზრით, შესანიშნავი შესაძლებლობაა ორ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთდახმარებისა და ერთობის დემონსტრირება, რადგან ორივე ხსენებული ტაძარი ახლახან აღადგინეს მოსკოვის საპატრიარქოს დახმარებით. უნეტარესმა პატრიარქმა იოანემ ღრმა მადლიერება გამოხატა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტაძრებისა და სხვა საეკლესიო ობიექტების აღდგენისათვის და დაარწმუნა მაღალი სტუმრები, რომ ამ რთულ დროს ანტიოქიის უძველეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის ლოცულობენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძმებისთვის.

თავის მხრივ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ძმური მისალმება და საუკეთესო სურვილები გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან. სსკგ-ის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უნეტარეს პატრიარქ იოანეს რუსეთის ეკლესიის ურყევი ლოცვითი მხარდაჭერისთვის. შემდგომი საუბრისას განიხილეს ორ ეკლესიას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

სამახსოვრო საჩუქრების გაცვლის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები საპატრიარქო ტრაპეზზე მიიწვიეს, რომლის დროსაც ძმური ურთიერთობა გაგრძელდა.

იმავე დღეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ და მისმა თანმხლებმა პირებმა დამასკოს ქრისტიანულ ისტორიასთან დაკავშირებული ადგილები მოინახულეს. კერძოდ, ეწვივნენ ომეიადის მეჩეთს, რომლის ადგილზეცდ ძველად წმინდა იოანე წინამორბედის სახელზე აგებული ქრისტიანული ტაძარი იდგა და სადაც, გადმოცემის თანახმად, მისი პატიოსანი თავი განისვენებს; გაიარეს ქუჩაში, რომელსაც „სწორი“ ჰქვია და ნახსენებია წმინდა მოციქულთა საქმეთა წიგნში (9:11) წმინდა პავლე მოციქულის ნათლობასთან კავშირში; მოინახულეს, ასევე, წმინდა ანანია სამოცდაათთაგანი მოციქულის სახლი, რომელმაც ეს საიდუმლო აღასრულა.

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب