მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო დამასკოს მიძინების ტაძარში გამართულ საშობაო ზეიმში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.12.2022. 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის იულიუსის კალენდრით დღესასწაულის დღეს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X- ის მიწვევით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა ანტიოქიის საპატრიარქო საყდართან არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი) მონაწილეობა მიიღო საღმრთო ლიტურგიაში დამასკოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში.
საღმრთო მსახურება აღასრულა უნეტარესმა პატრიარქმა იოანემ; მას თანამსახურებდნენ დარაის ეპისკოპოსი მოსე და სერგიოპოლის ეპისკოპოსი იოანე, – იუწყება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტი დამასკოში.
საღმრთო ლიტურგიაზე ლოცვები გაჟღერდა არაბულ, საეკლესიო-სლავურ და ბერძნულ ენებზე.
ღვთისმსახურებაზე ლოცულობდნენ სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა მინისტრი ბ-ნი მანსურ აზამი, ამავე ქვეყნის სახალხო კრების სპიკერი ბ-ნი ჰამუდ საბაქი, სირიის დედაქალაქის გუბერნატორი ბ-ნი მუჰამედ ტარიკ კრიშატი, დამასკოს გარეუბნების გუბერნატორი ბ-ნი საფვან სულეიმან აბუ საადი, ვაჭრობისა და მომხმარებლების უფლებათა დაცვის მინისტრი ბ-ნი ამრ სალემი, უმაღლესი განთლების მინისტრი ბ-ნი ბასამ იბრაგიმი, ასევე სახალხო კრების დეპუტატები, სამხედრო მოსამსახურეები, სახელისუფლო ორგანოებისა და სამრევლოების საბჭოების წარმომადგენლები, მრევლი და ტაძრის სტუმრები.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024