მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.12.2022. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საშობაო მილოცვები გაუგზავნა უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ გრიგორიანული კალენდრით. მისალოცი გზავნილების ადრესატებს შორის არიან, კერძოდ, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, სირიის ორთოდოქსალური ეკლესიის მეთაური მარ ეგნატე ეფრემ II; აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკო-პატრიარქი მარ ავა III როიელი; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მარონიტი პატრიარქი ბეშარა ბუტროსი, არ-რაის კარდინალი ; აღმოსავლეთის კათოლიკოსი, მალანკარის მიტროპოლიტი მარ თომა მათე III.
მილოცვაში ნათქვამია:
გულითადად გილოცავთ უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ნათლისმომფენ დღესასწაულს.
ამჟამად ჩვენ კვლავ განვიცდით ძველი წინასწარმეტყველების უდიდეს სიხარულს: ძველი დღეთა (დან. 7:22) მსოფლიო მბრძანებელი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა (ეს. 6:1), მოევლინა ქვეყანას, რათა გამოისყიდოს კაცობრიობა ხელისაგან ჯოჯოხეთისა და სიკვდილისაგან იხსნას (ოს. 13:14). აღსრულებული განხორციელება ღვთისა – უმნიშვნელოვანესი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში – გარდაუვლად გვიმოწმებს შემოქმედის ყოვლადაღმატებულ გაცნობიერებაზე აღმატებულ სიყვარულს ადამკიანებისადმი, რომლებიც ცხონებას ვიხვეჭთ მის მიერ (1 ინ. 4:9).
გისურვებთ სულიერ სიხარულს მოვლინებული მაცხოვრის მიერ და მის ყოვლადუხვ შეწევნას შემდგომ მსახურებაში, თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს კი – მშვიდობასა და კეთილდღეობას.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024