მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო ს…

შედგა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო სინოდის მორიგი სხდომა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.12.2022. 8 დეკემბერს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებათა დახმარებით რუსეთის საზღვარგარეთის სამღვდელთმთავრო სინოდის მორიგი სხდომა შედგა.

სხდომაში, რომელიც აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტ ნიკოლოზის თავმჯდომარეობით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტმა მარკოზმა, სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსმა კირილემ (მდივანი), მონრეალისა და კანადის მთავარეპისკოპოსმა გაბრიელმა, ჩიკაგოსა და შუა ამერიკის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ, ლონდონისა და დასავლეთ ევროპისა ეპისკოპოსმა ირინეოსმა და სიეტლის ეპისკოპოსმა თეოდოსიმ (მდივნის მოადგილე). შესავალ სიტყვაში რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქმა სხდომის მონაწილეებს ღვთის შეწევნა უსურვა მომავალ სამუშაოებში. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ასევე მადლობა გადაუხადა მღვდელთმთავრებს ლოცვებისა და ძმური მხარდაჭერისთვის.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სამღვდელთმთავრო სინოდმა მოისმინა იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის (რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესია) ხელმძღვანელის არქიმანდრიტ რომანის (კრასოვსკი) რაპორტი.

შემდეგ მოისმინეს ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოს ირინეოსის მოხსენება, რის შემდეგაც განიხილეს სხვადასხვა მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობებისა და მართლმადიდებლური სამყაროს უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები.

ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტმა მარკოზმა წინადადება წამოაყენა, ცალკე განეხილათ და ემსჯელათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც ამჟამად დევნასა და პოლიტიკურად მოტივირებულ აგიტაციას განიცდის: სამღვდელთმთავრო სინოდმა შეშფოთება გამოთქვა იმ აგრესიისა და ძალადობის გამო, რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიაზე კანონიკური ეკლესიის წინააღმდეგ, და ყველას, ვისაც ხელეწიფება, მოუწოდა, თვალი არ დახუჭონ, ხმა აღიმაღლონ და მოითხოვონ უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს, მღვდელთმთავრების, მღვდლებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი მრევლის ელემენტარულ უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების აღდგენისა და დაცვისკენ.

როგორც რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის საიტი იტყობინება, სამღვდელთმთავრო სინოდმა ამის შემდეგ განიხილა სხვადასხვა საეკლესიო დისციპლინარული, ქონებრივი და ადმინისტრაციულ-სამეურნეო საკითხები, ასევე რიგი შუამდგომლობები მღვდელთმთავრებისა, რომლებმაც თავიანთი კლირიკოსები და სამრევლოს წევრები საეკლესიო ჯილდოებზე წარადგინეს.

 

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب