მთავარი გვერდი ახალი ამბები
გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი…

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით


 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.08.2022. 25 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომის მუშაობას ჩაუდგა სათავეში, რომელიც პირისპირ-დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სხდომებში მონაწილეობას იღებს მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალური რეზიდენციიდან, – იტყობინება  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახური.

იქვე იმყოფება პატრიარქის მოსკოვის სამიტროპოლიტოს ადგილმონაცვლე კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი.

წმინდა სინოდის სხვა წევრები სხდომებში ვიდეო-კავშირის მეშვეობით მონაწილეობენ.

სხდომა უწმინდესმა მეუფემ გახსნა და სინოდის წევრებს შესავალი სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ვიკრიბებით იმ დროს, როდესაც წმინდა რუსის სივრცეებში, როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი მშვიდად არ არის. დღეს ბევრი ადამიანი იტანჯება, რეალურად იტანჯება, მაგრამ ეს ტანჯვები დღეს არ დაწყებულა, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ, არამედ გრძელდება უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, – განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. – დონბასში მრავალი ადამიანი მართლაც უძლიერესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, და ყოველივე ამან ისინი ღრმა უკმაყოფილების მდგომარეობამდე მიიყვანა. ხოლო იქ, სადაც სამართლიანობა ირღვევა, ყოველთვის წარმოიშობა უსამართლობისადმი წინააღმდეგობა, და ეს უკვე რვაწლიანი ისტორია დღეს მნიშვნელოვნად რადიკალიზირდა“.

„ჩვენი ეკლესია ყოველთვის გამოდის მშვიდობისა და შერიგების სიტყვით; სხვა სიტყვა ეკლესიას არც შეიძლება ჰქონდეს, – განაგრძო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა. – მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ „მშვიდობა“, თუ იმავდროულად არ ვილაპარაკეთ სამართლიანობაზე. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არის ის, რაც აცემენტებს და აძლიერებს ადამიანურ ტანჯვებს. სამართლიანობის გარეშე ვერანაირი მშვიდობა ვერ იქნება მყარი, ის დიდხანს ვერ იარსებებს. ამიტომ დღეს ჩვენი ლოცვები მიმართულია იმისკენ, მშვიდობამ და სამართლიანობამ დაისადგუროს იმათთან, ვინც მართლაც ძალიან რთულ პერიოდს გადის, ვინც განიცდის პირად ტანჯვას და ვინც იზიარებს თავისი ხალხის ტანჯვებს“.

„ვილოცოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს მოვლენები, რომ მშვიდობა და სამართლიანობა გარდამოხდეს დონბასის მიწაზე, რომ გაჩნდეს ადამიანებისთვის მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა ამ რეგიონების შემდგომი ეკონომიური, სულიერი და კულტურული განვითარებისთვის“, – დასძინა უწმინდესმა მეუფემ.

შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კრებას დღის წესრიგი წარუდგინა.

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب