
მოსკოვის საპატრიარქო
პრაღის მთავარეპისკოპოსმა მიხეილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხუსტის ეპარქიის დღესასწაულში






2021 წლის 21 ოქტომბერს ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, პრაღის მთავარეპისკოპოსმა მიხეილმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხუსტის ეპარქიის იზა-კარპუტლაშის სოფლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტერში მონაწილეობა მიიღო ღირსი ალექსი კარპატორუსის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღსრულებულ სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში.
დღესასწაულს წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, სადაც ღირსი ალექსის წმინდა ნაწილები განისვენებს, წარუძღვა ხუსტისა და ვინოგრადოვის მიტროპოლიტი მარკოზი. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებდნენ: პრაღის მთავარეპისკოპოსი მიხეილი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ვიკარიუსი, ნარო-ფომინსკის ეპისკოპოსი პარამონი; უმე-ს ხუსტის ეპარქიის ვიკარიუსი, უგოლსკის ეპისკოპოსი სიმეონი; მონასტრის საძმო და სტუმარი სამღვდელოება.
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ ეპიდემიის შეწყვეტისათვის, სახელმწოფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობისათვის.
ლიტურგიის შემდეგ წმინდანის ნეშტის წინაშე სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინეს, შემდეგ კი ეკლესიის ირგვლივ ჯვრით მსვლელობა აღასრულეს.
თავის ქადაგებაში მიტროპოლიტმა მარკოზმა აღნიშნა ღირსი ალექსის შრომების მნიშვნელობა კარპატორუსული მიწისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა მღვდელთმთავრებს და ყველა სტუმარს საერთო ლოცვისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი / სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025