
მოსკოვის საპატრიარქო
ჰელსინკში ღვთისმშობლის საფარველის XI საერთაშორისო საგანმანათლებლო კითხვის დღეები ჩატარდა






2021 წლის 14 ოქტომბერს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლის საფარველის XI საერთაშორისო საგანმანათლებლო კითხვის დღეები ჩატარდა. წლევანდელი ფორუმის თემა იყო მაცხოვრის სიტყვები: „სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე“ (მთ. 25:36). კაცთმოყვარეობის ღვაწლი კოროვირუსული პანდემიის ფონზე“.
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, „კითხვას“ წინ უძღოდა საღმრთო ლიტურგია ჰელსინკის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში, რომელიც ამ დღეს თავის სატაძრო დღესასწაულს აღნიშნავს. საღმრთო ლიტურგია ტაძრის სამრევლოს წინამძღვარმა, ფინეთში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, შვედეთში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების ბლაღოჩინმა დეკანოზმა ვიქტორ ლიუტიკმა აღავლინა, რომელსაც თანამსახურებდნენ ჰელსინკის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ ვოსკობოინიკოვი, ჰელსინკის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს უხუცესი კლირიკოსი დეკანოზი ორესტ ჩერვინსკი, სანკტ-პეტერბურგის წმინდა ნიკოლოზის ღვთის განცხადების ტაძრის პროტოდიაკონი კონსტანტინე მარკოვიჩი და საფარველის სამრევლოს კლირიკოსი დიაკონი დიმიტრი სტაბროვი.
იმავე დღეს, ჰელსინკში, მეცნიერებისა და კულტურის რუსულ ცენტრში ღვთისმშობლის საფარველის XI საკითხავი პროგრამის გახსნა გაიმართა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ამჯერად კონფერენცია ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
მოკლე ლოცვის შემდეგ, სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა ვიქტორ ლიუტიკმა, რომელმაც კითხვის დღეების გახსნა გამოაცხადა და შეხვედრის მონაწილეებს თბილად მიესალმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან, მაგრამ გაერთიანებულები არიან ასეთი მნიშვნელოვანი თემით.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, ფინეთში Россотрудничество-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ა.მ. მიკლინამ.
ღვთისმშობლის საფარველის დაუჯდომლის წაკითხვის შემდეგ სტუმრებმა ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსის ლეონის (მაკონენი) მისალმება და მოხსენება მოისმინეს.
სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორი, პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანი (ნიკიტინი) მოხსენებით გამოვიდა თემაზე: „ეკლესიის მსახურება პანდემიის პერიოდში“.
დისკუსიის მიმდინარეობისას ონლაინ რეჟიმში მოსხენებებით გამოვიდნენ: ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ქ. მიკელის ეპარქიის ეპისკოპოსი ბატონი სეპო ჰოკინენი; ღვთისმეტყველების კანდიდატი, ტავრიის (ყირიმი) სასულიერო სემინარიის პედაგოგი დეკანოზი რომან ცურკანი; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივისკილას (ფინეთი) უნივერსიტეტის პროფესორი მ. გ. პროზოროვა; ხელოვნების ისტორიის კანდიდატი, ქ. მოსკოვის ანდრია რუბლიოვის სახელობის ცენტრალური მუზეუმის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ექსპერტიზის სექტორი ხელმძღვანელი ჟ. გ. ბელიკი.
მოხსენებების განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ისლანდიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, საქართველოში და უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების წარმომადგენლებმა.
დასკვნით სიტყვაში, ღვთისმშობლის საფარველის საერთაშორისო საგანმანათლებლო კითხვის დღეების ორგანიზატორმა, დეკანოზმა ვიქტორ ლიუტიკმა, მადლობა მოახსენა ფინეთში Россотрудничество-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას, ორგანიზატორებს, მთარგმნელებსა და კონფერენციის მონაწილეებს და მომავალ წელს ახალი შეხვედრის დასწრებით ფორმატში გამართვის იმედი გამოთქვა.
კონფერენციის პროგრამა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის სამრევლოს საეკლესიო გუნდის გამოსვლით დასრულდა, რომელსაც მონაზონი მარიამი (დიბა) ხელმძღვანელობს.
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
16.03.2023
24.02.2023