მოსკოვის საპატრიარქო
პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმე-ს წინამძღვარს მხარდაჭერა გამოუცხადა
2021 წლის 10 ოქტომბერს, სულთმოფენობის მე-16 კვირიაკეს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ სვიატოგორსკის მიძინების ლავრაში უმე-ს დონეცკის ეპარქიის 30 წლის იუბილესთან და დონეცკისა და მარიუპოლის ილარიონის მღვდელთმთავრად კურთხევასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.
წირვის დაწყების წინ ლავრის კარიბჭესთან წინამძღვარს საზეიმოდ შეეგებნენ. უნეტარესმა მეუფემ უმე-ს გარდაცვლილი წინამძღვრის უნეტარესი მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანი) ახალი სამახსოვრო ძეგლის კურთხევა შეასრულა.
სავანის მიძინების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიაზე წინამძღვარს თანამსახურებდნენ: ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტი აგათანგელოზი, დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონი, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე, პერემიშლისა და გორლიცკის მთავარეპისკოპოსი პაისი (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია), უნგენისა და ნისპორენის მთავარეპისკოპოსი პეტრე (მოლდავის მართლმადიდებელი ეკლესია), მიტროპოლიტები: ტერნოპილისა და კრემენეცის სერგი, ხარკოვისა და ბოგოდუხოვსკის ონოფრე, ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის ლუკა, სვიატოგორსკის არსენი, გორლოვსკისა და სლავიანის მიტროფანე, იზიუმისა და კუპიანსკის ელისე, მუკაჩევისა და უჟგოროდის თეოდორე, ლუგანსკისა და ალჩევსკის პანტელეიმონი, სევეროდონეცკისა და სტარობელსკის ნიკოდიმი, ლვოვისა და გალიცკის ფილარეტი; მთავარეპისკოპოსები: კრასნოლიმანსკის ალიპი, მაკეევსკის ბარნაბა, ბერდიანსკისა და პრიმორსკის ეფრემი, ალექსანდრიისა და სვეტლოვოდსკის ბოგოლეპი, იუჟნის დიოდორე; ეპისკოპოსები: ინოკენტი (შესტოპალი), ხოტინსკის ბენიამენი, ბარიშევსკის ბიქტორი, ბელოგოროდსკის სილვესტერი, დობროპოლსკის სპირიდონი, ვოლნოვახსკის ამბროსი, ბელოვოდსკის პავლე, ირპენსკის ლავრი, ბოროდიანსკის მარკოზი, ნოვოპსკოვსკის ირინარხი, კონსტანტინოვსკის პაისი, ლავრის და დონეცკის ეპარქიის სამღვდელოება და სამღვდელო ხარისხის მქონე სტუმრები. ღვთისმსახურებაზე უმე-ს დედათა მონასტრების წინამძღვრები და მრავალრიცხოვანი მორწმუნე ლოცულობდა.
მცირე შესასვლაზე უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მიტროპოლიტ ილარიონის დაბადების დღის 70 წლის იუბილესთან და საეპისკოპოსო კურთხევის 30 წლისთავთან დაკავშირებით ის ღვთისმსახურებაზე ჯვრის წინ წაძღოლის უფლებით დააჯილოდოვა.
სახარების წაკითხვის შემდეგ წინამძღვარმა სამწყსოს ქადაგებით მიმართა, რომელშიც გენესარეთის ტბაზე სასწაულებრივი თევზჭერის ისტორია განმარტა.
განტევების შემდეგ მრავალჟამიერი გაჟღერდა. უნეტარესმა მეუფემ მიტროპოლიტ ილარიონს პირადი საიუბილეო თარიღები და დონეცკის ეპარქიის 30 წლის იუბილე მიულოცა. „ეს მშვენიერი რიცხვებია, რომლებიც ღვთის წყალობაზე მეტყველებენ, რომელიც თქვენ გფარავთ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, და გაძლიერებთ თქვენს მსახურებაში“, – აღნიშნა წინამძღვარმა და იერარქს განსაცდელებზე გამარჯვება და ყოველთვის ხსნის გზაზე ყოფნა უსურვა.
მისასალმებელი სიტყვა ასევე პერემიშლისა და გორლიცკის მთავარეპისკოპოსმა პაისიმ წარმოთქვა. პოლონელმა იერარქმა უნეტარესს მიტროპოლიტ ონოფრეს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისგან პატივისცემა დაუდასტურა და თავისი ადგილობრივი ეკლესიის კლირის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ“, – ბრძანა მეუფე პაისიმ. – თქვენ – ჩვენი ხართ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დაგეხმაროთ სიტყვითაც და ლოცვითაც“.
მთავარეპისკოპოსმა მიტროპოლიტ ილარიონს დაბადების დღე მიულოცა და უნეტარესი მიტროპოლიტის საბას სახელით მას პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა მოციქულთასწორის მარიამ მაგდალინელის I ხარისხის ორდენი, ასევე პოლონეთის ეკლესიის წინამძღვრისგან საიუბილეო პანაღია, ხოლო ლიუბლიანისა და ხოლმის მთავარეპისკოპოს აბელისგან ლესნინსკის ღვთისმშობლის ხატის ასლი გადასცა.
მიტროპოლიტმა ილარიონმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. დღესასწაულის დასრულების შემდეგ მიძინების ტაძრის წინ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
უმე-ს საინფორმაციო და საგანმანათლებლო განყოფილება /
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023