
მოსკოვის საპატრიარქო
მადრიდში ესპანეთისა და პორტუგალიის მიწებზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრების ხსენების დღესასწაულის ზეიმი გაიმართა






2021 წლის 10 ოქტემბერს, სულთმოფენობიდან მე-16 კვირიაკეს, მადრიდში ესპანეთისა და პორტუგალიის მიწებზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრების ხსენების დღეს, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსი, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი ესპანეთისა და პორტუგალიის მიწებზე გაბრწყინებულთა კრების ხსენების და ესპანეთში მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსების 20 წლისთავის ზეიმს წარუძღვა.
ამ დღეს მიტროპოლიტმა ანტონიმ და მადრიდისა და ლისაბონის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ მადრიდის წმინდა მოციქულთასწორის მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინეს.
მწყემსმთავრებს თანამსახურებდნენ ესპანეთისა და პორტუგალიის ეპარქიის მდივანი დეკანოზი ანდრია კორდოჩკინი; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი, მადრიდის სამრევლოს პირველი წინამძღვარი იღუმენი არსენი (სოკოლოვი); ბარსელონის ხარების ეკლესიის წინამძღვარი იღუმენი სერაფიმე (პავლოვი); ტაძრის კლირიკოსები დეკანოზი ნიკოლოზ ეფიმჩუკი, მღვდელი ანდრია ბორისიუკი, მღვდელი იოანე ბორდიანი, დიაკონი გლებ ზაიკა, დიაკონი მიქაელ ჰელენბრანდი, დიაკონი ოლეგ დიმიტრუკი; პორტუგალიის საბლაღოჩინოს დიაკონი ალექსი ჩესნოკოვი და პარიზის სამების ტაძრის კლირიკოსი დიაკონი დანიელ ნაბერეჟნი.
დიდი გამოსვლის შემდეგ მიტროპოლიტმა ანტონიმ დიაკონ დანიელს მღვდლად დაასხა ხელნი.
ღვთისმსახურების დასასრულს მწყემსთმთავრებმა და მათმა თანამსახურმა სასულიერო პირებმა სადიდებელი შეასრულეს უფლის იბერიელი (ესპანეთის იბერია, - რედ.) სათნომყოფელების ხატის წინაშე, შემდეგ კი მოწამე დედების – ენგრაცია სარაგოსელისა და ოროსია არაგონელის ხატი აკურთხეს.
მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ მიტროპოლიტ ანტონის მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მადრიდისა და ლისაბონის ეპარქიისთვის ამ საზეიმო დღეს ერთობლივი ლოცვით მინიჭებული სიხარულისთვის.
აღსრულებული ღვთისმსახურების სამახსოვროდ საპატრიარქო ეგზარქოსს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კორსუნის უძველესი ხატი მიართვეს.
საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა ანტონიმ მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოს ნესტორის ზემში მიწვევისათვის, ტაძრის სასულიერო პირებსა და მრევლს იბერიელ წმინდანთა კრებულის ხსენების დღე მიულოცა, ასევე, თბილად მიესალმა ახლადდადგენილ მღვდელს.
იერარქმა ტაძარს საჩუქრად პროსკომედიის შესასრულებელი საღვთისმსახურო ნივთების კრებული გადასცა, ასევე, მმართველ იერარქს – კვერთხი, ხოლო ტაძრის მეკლიტურს – გულსაკიდი ჯვარი უსახსოვრა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმა დანიელმა მორწმუნეებს პირველი ლოცვა-კურთხევა გადასცა.
კორსუნის ეპარქიის საიტი/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025