მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა თემაზე „რელიგია და განათლება“ რელიგიათსშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, რელიგიათშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა თემაზე „რელიგია და განათლება“, რომელიც 2021 წლის 5 ოქტომბერს ვატიკანში გაიმართა.
ღონისძიებას ქრისტიანული კონფესიების მეთაურები და წარმომადგენლები, მსოფლიო რელიგიების, აკადემიური საზოგადოების წევრები და საგანმანათლებლო სფეროს მუშაკები ესწრებოდნენ.
მონაწილეების წინაშე მოხსენებით გამოვიდნენ რომის პაპი ფრანცისკე, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი, ალ-აზჰარის უნივერსიტეტის (ევიპტე) უმაღლესი იმამი აჰმად მუჰამედ ალ-ტაიები, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იოანე საუკა, იუნესკოს განათლების საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილე პროფესორი სტეფანია ჯანინი.
თავის გამოსვლაში მიტროპოლიტმა ილარიონმა ხაზი გაუსვა, რომ სრულფასოვანი საგანმანათლებლო პროცესი შეუძლებელია რელიგიურ ღირებულებებზე დაყრდნობის გარეშე. სსკგ-ს თავმჯდომარის თქმით, ქრისტიანობის მთავარი ღირებულება თავად ქრისტეა. ის არის ის საგანძური, რომელიც თანამედროვე ქრისტიანებმა უნდა გადასცენ მომავალ თაობებს. ქრისტეს პიროვნებისკენ მიქცევა საუკუნეების მანძილზე მეცნიერებისა და ხელოვნების მუშაკების მრავალ თაობას შთააგონებდა ადამიანის გონებისა და სულის ყველაზე მშვენიერი გამოვლინებების შესაქმნელად. მიტროპოლიტმა ილარიონმა დამსწრეებს ასევე მოუთხრო თ. მ. დოსტოევსკის ქრისტესთან შეხების გამოცდილებაზე, რამაც კოლოსალური გავლენა მოახდინა მწერლის შემოქმედებაზე.
სსკგ-ს თავმჯდომარის მოსაზრებით, ქრისტეს პიროვნებისაკენ მიქცევა ამჟამად შეიძლება იყოს დიდი მნიშვნელობის შემცველი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მთელს მსოფლიოში და მისი გაგების გასავრცელებლად, როგორც ერთმთლიანი პროცესისა, რომელიც თავისთავში მოიცავს ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას.
თავისი გამოსვლის დასასრულს, მიტროპოლტმა ილარიონმა იმედი გამოთქვა, რომ საგანმანათლებლო პროცესის ასეთი აღქმა დარჩება რელიგიათაშორისი დიალოგის ერთ-ერთ ცენტრალურ თემად და მომავალშიც მრავალ კეთილი ნაყოფს გამოიღებს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024