მოსკოვის საპატრიარქო
პნომპენის (კამბოჯა) დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის ტაძრის მრევლმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია მოაწყო
უფლის წმიდა ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით პნომპენის (კამბოჯა) წმიდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის სამრევლოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო, –ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსო სოციალურ ქსელ „კონტაქტში“ (В контакте) ავრცელებს.
ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა პაისიმ (იპატი), საკურთხევლის მსახურებთან – დანიელთან და კიფასთან ერთად სასკოლო ნივთები და დაკონსერვებული საკვები შეიძინა. ყველა შეგროვებული ნივთი და პროდუქტი გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.
სამხრეთ აზიის ქვეყნებში მართლმადიდებლური სამრევლოების მხარდაჭერა შეგიძლიათ უზრუნველყოთ ოფიციალურ ვებგვერდზე: https://exarchate.sg/donate
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური