მოსკოვის საპატრიარქო
შედგა სინოდალური ბიბლიურ-ღვთისმეტყველებითი კომისიის პლენუმი
2021 წლის 29 სექტემბერს წმინდანთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის თავმჯდომარეობით შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიურ-ღვთისმეტყველებითი კომისიის პლენარული სხდომა. სხდომა დასწრებით ფორმატში ჩატარდა.
პლენუმის დღის წესრიგის ძირითადი პუნქტი გახდა სბღკ-ის წევრების მიერ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეკლესიოლოგიის ახალი ტენდენციების განხილვა უწინ სინოდალურმა ბიბლიურ-ღვთისმეტყველებითმა კომისიამ, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასა და წმინდანთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურასთან ერთად, ამ თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩაატარა.
სხდომის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს საკითხების ფართო წრე, მათ შორის, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პრეტენზიები მსოფლიო ეკლესიაში უმაღლეს სააპელაციო ინსტანციაზე, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო „სამღვდელო ხარისხში აღედგინა“ ისეთი პირები, რომლებსაც ასეთი ხარისხი არასდროს ჰქონიათ, ან აყრილი ჰქონდათ ის განხეთქილებაში გავარდნის მიზეზით, ასევე, სხვა უხეში საეკლესიო კანონიკური დარღვევები კონსტანტინეპოლის საპატრირქოს მხრიდან.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024