მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა სოფიის საპ…

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა სოფიის საპატრიარქო მეტოქში ლიტურგია აღავლინა


2021 წლის 19 სექტემბერს, სოფიაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მეტოქში, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ვარნისა და ველიკოპრესლავის მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებდნენ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მთავარი მდივანი, მელნიშის ეპისკოპოსი გერასიმე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ბულგარეთის პატრიარქთან, საპატრიარქო მეტოქის წინამძღვარი არქიმანდრიტი ვასიანე (ზმეევი), სოფიის სასულიერო სემინარიის რექტორის მოადგილე მღვდელმონაზონი მელეტი (სპასოვი), დეკანოზი დიმიტრი ტუხჩიევი, პროტოდიაკონი იოანე პეტკოვი, დეკანოზი ალექსანდრე მოროზოვი.

ღვთისმსახურებაზე ლოცულობდნენ რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი ფ. ს. ვოსკრესენსკი, მრევლი და ტაძრის სტუმრები.

ლიტურგიის საგალობლები სოფიის საპატრიარქო მეტოქის გუნდმა შეასრულა, რეგენტის ვასილენა ჩენოვა-სტეფანოვას ხელმძღვანელობით.

წირვის დასასრულს, ბულგარეთის პატრიარქთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი, არქიმანდრიტი ვასიანე, მეტოქის სასულიერო პირებისა და მრევლის სახელით მიესალმა ვარნისა და ველიკოპრესლავის მიტროპოლიტ იოანეს.

„თქვენი სახით, ძვირფასო მეუფევ, ჩვენ გვყავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილი მეგობარი. თქვენ თანმიმდევრულად უჭერთ მხარს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას, გონივრულ და გაწონასწორებულ პოზიციას იკავებთ, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან წმინდა მამათა საეკლესიო ცხოვრების კრებსით მმართველობაზე, კანონიკური წესების უსიტყვო პრიორიტეტზე. თქვენი მწყემსთმთავრული სიყვარული, გულმოდგინება და მართლმადიდებლობის ერთიანობაზე ზრუნვა შთაგვაგონებას, რომ უფალი თავის ეკლესიას შეინარჩუნებს ერთიანს, განუყოფელს და გვიბოძებს შესაძლებლობას ერთი გულითა და ერთი ბაგით ვადიდოთ უფალი ღმერთი, რომელიც ასე საოცრად განდიდდა მის წმინდანებში, რომელთაგან ერთი არის წმინდა სერაფიმე ბოგუჩარსკი, სოფიელი სასწაულთმოქმედი“, – თქვა, კრეძოდ, არქიმანდრიტმა ვასიანემ.

სადღესასწაულო ღვთიმსახურების ხსოვნის ნიშნად, სოფიის საპატრიარქო მეტოქის წინამძღვარმა მეუფე იოანეს წმინდა პანაღია უბოძა.

შემდეგ ვარნისა და ველიკოპრესლავის მიტროპოლიტმა იოანემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. იერარქმა გაიხსენა, რომ 2021 წელს ხუთი წელი სრულდება, რაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქთა კრებამ, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდთან ერთად ერთსულოვნად წმინდანთა დასში განადიდა წმინდა სერაფიმე, ბოგუჩარსკის მთავარეპისკოპოსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პატივდებული იყო, როგორც ბულგარეთში, ასევე რუსეთში. მეუფე იოანემ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილესა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ილარიონის მისამართით, რომელიც იყო მთავარეპისკოპოს სერაფიმეს კანონიზაციის კომისიის თავმჯდომარე.

ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს სახელით, მიტროპოლიტმა იოანემ ასევე მადლობა გადაუხადა მეტოქის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ვასიანეს, უსურვა მას ჯანმრთელობა და „სულიწმიდაში სიხარული, როგორიც წმინდა სერაფიმეს (სობოლევი) ჰქონდა“.

„გარწმუნებთ, რომ მიუხედავად თანამედროვე შეშფოთებისა და იმედგაცრუებებისა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა ყოველთვის გაგრძელდება. მართლმადიდებლობა შეძლებს ყველა განსაცდელი გადაიტანოს, თუ ჩვენ შინაგანად, როგორც ქრისტიანები და წმინდა საკურთხევლის მსახურები, ერთიანები ვიქნებით. ჩვენ ორიენტირება უნდა მოვახდინოთ ჩვენი წმინდანების ცხოვრებაზე – წმინდა ნიკოლოზის, წმინდა სერაფიმე სოფიელის, ღირსი სერაფიმე საროველის. გისურვებთ ღვთის შეწევნას თქვენ, თქვენს ძმა მღვდელმსახურებს და ყველა აქ მყოფს“, – ბრძანა მიტროპოლიტმა იოანემ.

ლიტურგიის დასასრულს ვარნისა ველიკოპრესლავის მიტროპოლიტმა იოანემ ბოგუჩარსკის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს საფლავზე პარაკლისი გადაიხადა და წმინდა სერაფიმეს ხატის წინ დანთებული კანდელის წმინდა ზეთის ცხებით კურთხევა გასცა.

სოფიის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს მეტოქი/

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب