მოსკოვის საპატრიარქო
აინ-კერიმის გორენის მონასტრის წინამძღვარი იორდანიას ეწვია
2021 წლის 13 სექტემბერს, აინ-კარემის გორენის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ეკატერინე (ჩერნიშევა) დებთან ერთად იორდანიაში ქრისტეს ნათლისღების ადგილას რუსული სასულიერო მისიის მეტოქში ჩავიდა. მდინარე იორდანეზე რუსული უცხოთშემწყნარებელი სახლის მმართველმა აჰმად საადამ გორენის დები თბილად მიიღო.
დებმა ღვთისმსახურებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მეტოქის მეკლიტეს მოვალეობის შემსრულებელმა იღუმენმა მიქაელმა (სელიაკოვი) აღავლინა, ხოლო შემდეგ ნებოს მთას ეწვივნენ, საიდანაც ძველაღთქმისეულმა წინასწარმეტყველმა და სჯულისმდებელმა მოსემ აღთქმული მიწა იხილა.
შემდეგ იღუმენია ეკატერინე ამანის სამიტროპოლიტოს მმართველ მაღალიერარქს, კირიაკუპოლისის მთავარეპისკოპოს ქრისტეფორეს (იერუსალიმის საპატრიარქო) ეწვია. მეორე დღეს, იღუმენია ეკატერინე გორენის მონასტერში გაემგზავრა, ხოლო მონასტრის ორი და, რუსული სასულიერო მისისიის ხელმძღვანელის, არქიმანდრიტი ალექსანდრეს (ელისოვი) ლოცვა-კურთხევით, მეტოქში დარჩნენ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მორჩილების შესასრულებლად.
Патриархия.ru/ სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023