მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბიბლიური საღვთისმეტყველო სინოდალური კომისიის კონფერენცი…

ბიბლიური საღვთისმეტყველო სინოდალური კომისიის კონფერენციის უცხოელმა მონაწილეებმა მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემის სხვადასხვა ასპექტი გააშუქეს


2021 წლის 16 სექტემბერს, კონფერენციაზე „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“, ონლაინ რეჟიმში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქები გამოვიდნენ: ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია), სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი (იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია) გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტი ნიკიფორე (კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია). ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, თამაზოსისა და ორინიას მიტროპოლიტმა ისაიამ.

ბაჩის ეპისკოპოსის ირინეოსის მოხსენება მიეძღვნა თემას „ეკლესიის ავტოკეფალია გუშინ და დღეს“.

ეპისკოპოსმა ირინეოსმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინელი სქიზმატიკოსებისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საუბრისას აღნიშნა: „ავტოკეფალია უნდა იყოს ეკლესიის კრებსითობის და ერთობის დადასტურება და განმტკიცება, მაგრამ სინამდვილეში ის გახდა კედელი საცდურისა და ლოდი შებრკოლებისა. ის არათუ არ ემსახურება მართლმადიდებელი სარწმუნოების გაძლიერებას და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულის ზრდას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, არ ემსახურება ყველა მორწმუნის სულის გადარჩენის სამწყემსო სოტერიოლოგიურ ძალისხმევას, და პირიქით, სამწუხაროდ, დღეს გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი და საშუალება ეკლესიის ერთიანობის დასანგრევად მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის რედეფინაციის ტენდენციით“.

„კანონიკური უწესრიგობა, კანონიკური ანარქია, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკური ტერიტორიაზე შეჭრა და ჩარევა უკვე იღებს სამარცხვინო კვაზი-თეოლოგიურ ახსნასა და თავის მართლებას,“ – თქვა მეუფე ირინეოსმა. – მსოფლიოში სამოძღვრო ასპექტი და ეკლესიის საქმიანობის სოტერიოლოგიური პერსპექტივა უმნიშვნელო ხდება ან საერთოდაც იგნორირდება. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ, ეს ნაჩვენებია დღეს კონსტანტინეპოლის პატრიარქის მოქმედების სამწუხარო მაგალითზე – ჩვენი დედა ეკლესიის მიერ, რომელმაც, ჩვენდა სავალალოდ, დაივიწყა თუ რას ნიშნავს ნამდვილი დედობრივი მზრუნველობა და სიყვარული“.

„ვითარება არის ძალიან ტრაგიკული, საშიში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სულთმოფენობის დღეს, ასევე ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ეკლესიას სულიწმინდა ხელმძღვანელობს. მაცხოვარი გვარწმუნებს, რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას, ვერ გაიმარჯვებენ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მოიძებნება. რადგან თუ ეს განხეთქილება ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მაშინ, სამწუხაროდ, ახალი გაყოფა გარდაუვალი გახდება, ისევე როგორც XI საუკუნეში, და ბრალი მათზე იქნება, ვინც გამოიწვია ასეთი განხეთქილება. ღმერთმა ინებოს, რომ ეს არ მოხდეს და დროთა განმავლობაში ვითარება როგორმე განიკურნოს“ – გამოთქვა იმედი სერბმა მაღალიერარქმა.

კონფერენციის მომხსენებლებს შორის იყო სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი, რომელმაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, წმინდა მიწაზე ისინი დაუღალავად ლოცულობენ განხეთქილების განკურნებისათვის და უკრაინაში ერთადერთ კანონიკურ ეკლესიას აღიარებენ – უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წინამძღვარს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს.

თავის გამოსვლაში მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ გაიხსენა იერუსალიმში წმინდა საფლავზე მის უნეტარესობასთან ერთობლივი ღვთისმსახურების შესახებ: მისი მოწმობით, მიტროპოლიტმა ონოფრემ „ხელები აღმართა და ცრემლიანი თვალებით ლოცულობდა, რომ ეს კრიზისი დასრულებულიყო, და უფალს უკრაინის ეკლესიაში მშვიდობა დამკვიდრებინა“. „ჩვენ გვაერთიანებს სიყვარული, ლოცვა და მსოფლიო მართლმადიდებლობის საერთო მომავლის იმედი“, – თქვა მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მოკლე მიმოხილვით გამოვიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის ზოგიერთი საკითხის შესახებ. თავის მოხსენებაში მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა, რომ ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები საქართველოს ტერიტორიაზე წმინდა მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი იყვნენ. ქართველების მასობრივი ნათლისღება კი მე–IV საუკუნეში მოხდა წმინდა მოციქულთასწორი ნინოს მისიონერული მოღვაწეობის წყალობით, რომელიც სამართლიანად ითვლება საქართველოს განმანათლებლად.

იერარქმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია თავის დამოუკიდებლობამდე კანონიკურად ემორჩილებოდა არა კონსტანტინეპოლს, არამედ ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიას. „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში საეკლესიო სტრუქტურის ჩამოყალიბების პერიოდი დაკავშირებულია როგორც კაბადოკიასთან, ასევე ანტიოქიის საპატრიარქოსთან <...> თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საეკლესიო ხაზი ანტიოქიის საყდართან იყო დაკავშირებული, პოლიტიკური ხაზი, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაკავშირებული იყო კონსტანტინეპოლთან “.

მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა, რომ საქართველომ თავის გაბრწყინებას მიაღწია იბერიის მეფის ვახტანგ I გორგასალის დროს. 455 წელს მან სახელმწიფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა და ახალ დედაქალაქში ცნობილ სიონის ტაძარს ჩაუყარა საფუძველი. ვახტანგის დროს საქართველოში 12 საეპისკოპოსო კათედრა გაიხსნა.

„უკრაინის საკითხზე საეკლესიო კრიზისის დასაწყისიდან, არც ისე ადვილი იყო (როგორც მიტროპოლიტი ნიკიფორესთვის, ასევე ჩემთვის და კვიპროსის სხვა ეპისკოპოსებისთვის) წერა, საუბარი და ზოგადად გამოსვლა ამ თემაზე, – თქვა ტამასოსისა და ორინის მიტროპოლიტმა ისაიამ კონფერენციის მონაწილეებისადმი მისასალმებელ სიტყვაში. – თქვენ იცით, რომ გეოპოლიტიკური მოვლენები კვიპროსს აიძულებს გაჰყვეს ევრო-ამერიკული პოლიტიკის კურსს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. ამის მიუხედავად, ჩვენ ვსაუბრობთ და ვწერთ, და ასევე ვევედრებით ღმერთს, რომ განგვინათლოს გონება „წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა“, როგორც ამას ჩვენი იერარქიული სინდისი გვიკარნახებს, მიუხედავად ჩვენთვის ნეგატიურ შედეგებისა“.

„ვიმედოვნებ, რომ მართლმადიდებელი კვიპროსისა და რუსეთის წმინდანები და მოწამენი გვიშუამდგომლობენ ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და ამ სერიოზული საეკლესიო პრობლემის სწრაფად გადაწყვეტისათვის, რომელიც არ უნდა წარმოშობილიყო“, – დაასრულა თავისი ვიდეო მიმართვა მიტროპოლიტმა ისაიამ.

კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტის ნიკიფორეს მოხსენება ვიდეო კავშირის საშუალებით არქიმანდრიტმა სერაფიმემ (გავრიკოვი) წაიკითხა.

„მსოფლიო პატრიარქის ამბიციები ახლა მთელს ეკლესიაზე ვრცელდება: სინამდვილეში, ის პრეტენზიებს აცხადებს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი საპატრიარქოსა და ავტოკეფალური ეკლესიების შიდა ცხოვრებაში ჩარევის უფლებაზე“, – თავის მოხსენებაში აღნიშნავს კვიპროსის ეკლესიის იერარქი. ამასთან, ისტორიისა და წმინდა კანონების თვალსაზრისით, კრებსით ეკლესიაში პირველობის საკითხზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი უდავო პასუხი: „თავისი ისტორიის ორი ათასწლეულის განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიას არცერთი თავისი ეპისკოპოსისთვის არ მიუნიჭებია ეკლესიის მეთაურის წოდება და კომპეტენციები“.

„შესაბამისად, ცხადზე უცხადესია, – და ეს შეიძლება დასაბუთდეს ისტორიულად, კანონიკურად, დოგმატურად, იკონოგრაფიული ტრადიციიდან და მამათა თხზულებებიდან გამომდინარე – რომ არცერთ წინამძღვარს, პატრიარქს ან ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურს არ შეუძლია შეცვალოს ეკლესიის ერთადერთი უცვლელი თავი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ეკლესიას თავის კრებსითობასა და კათოლიკობაში სხვა თავი არ ჰყავს, გარდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეკლესიაში უმაღლესი კანონიკური ავტორიტეტს მსოფლიო საეკლესიო კრებები წარმოადგენს და არა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების რომელიმე მეთაური. უძველესი დროიდან ეკლესიაში სწამდათ მსოფლიო საეკლესიო კრების, როგორც ეკლესიის უცდომელი და უზენაესი ინსტიტუტისა და ეკლესიოლოგიურად განმარტავდნენ მას ამ სახით“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თავისი მოხსენება მიუძღვნა მსოფლიო საეკლესიო კრებათა ეპოქაში პირველობის საკითხს.

„ეკლესიის ერთობა უნივერსალურ დონეზე შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიების ერთობით ევქარისტიულ, ეკლესიოლოგიურ კონტექსტში“, – აღნიშნა მამა გიორგიმ. – წმინდა ევქარისტიიდან გამომდინარეობს არა მხოლოდ ყველა ადგილობრივი ეკლესიის ერთობა, არამედ თითოეული ადგილობრივი ეკლესიის საეკლესიო მთლიანობისა და კათოლიკეობის პატივისცემა. ერთობა უნივერსალურ დონეზე, თუკი ის აკნინებს ნებისმიერი ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიის მთლიანობას და კათოლიკეობას, ეწინააღმდეგება ევქარისტიულ ეკლესიოლოგიას. წმინდა პეტრე მოციქულის ყველა შეხედულება პირველობის შესახებ, რომელიც აღიქმება, როგორც პაპის მმართველობის უფლებამოსილების პრიმატი, არღვევს ევქარისტიული ეკლესიოლოგიის პრინციპებს, რაც უცხო და მიუღებელია მართლმადიდებლური ტრადიციისათვის“.

მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ მოციქულთა კანონები და მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონები არ უშვებენ არც პირველმღვდელთმთავარი ეპისკოპოსის თვითმმართველობას, და მით უმეტეს, აბსოლუტიზმს ეკლესიაში: „რელიგიურ-კანონიკური საკითხების გადაწყვეტის უმაღლესი ინსტანცია ეკუთვნის ეპისკოპოსთა კრებას – ადგილობრივს ან, თუ ამას გარემოება მოითხოვს, მსოფლიოს. სინოდალური პრინციპი გულისხმობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოები არ ატარებენ ერთპიროვნულ ხასიათს, როგორც ეს მიღებულია კათოლიკურ ეკლესიაში“. მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლესი მმართველობის ორგანოები სინოდალური პრინციპით განისაზღვრება, რომელიც ასახულია პირველი და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონებში.

„ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესია აბსოლუტურად დამოუკიდებლად ახორციელებს თავის მმართველობას. კანონიკური სამართლის ნორმებით მკაცრად არის განსაზღვრული ავტოკეფალიის პრინციპი – ეს პრინციპი დაცული იყო მოციქულთა დროსაც – I -III საუკუნეებში ყველა ეპისკოპოსი თავისი ეპარქიის საზღვრებში დამოუკიდებელი იყო. მდგომარეობა შეიცვალა მე-IV საუკუნის დასაწყისში, როდესაც რომის იმპერიის პროვინციებში თავდაპირველად გაჩნდნენ სამიტროპოლიტოები, ხოლო მე–VI საუკუნეში საპატრიარქოები ჩამოყალიბდა, რომელთა საფუძველი არ გულისხმობდა ავტოკეფალური ეკლესიების რაოდენობის ხუთამდე შეზღუდვას. <...> ბიზანტიელი კანონისტის, ანტიოქიის პატრიარქის თეოდორე ბალსამონის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონის კომენტარებში, ნათლად არის მითითებული, რომ რომის იმპერიის საზღვრებს მიღმა ასევე არსებობდა ავტოკეფალიური ეკლესიები, მათ შორის – ბულგარეთის, კვიპროსის და ივერიის (ანუ საქართველოს)“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

„საეკლესიო-კანონიკური პრაქტიკისათვის სავსებით უცხოა უნივერსალურ დონეზე ნებისმიერი ადმინისტრაციული ცენტრის არსებობა, რომელსაც მმართველობის უფლებამოსილება ექნებოდა“, – რეზიუმირება მოახდინა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

გაისმა ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მოხსენებები.

კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა ბელოგოროდის ეპისკოპოსმა სილვესტრმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე „კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველობის სწავლების ასახვა მეუ-ს ნორმატიულ დოკუმენტებში“. მასში ეპისკოპოსმა სილვესტერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო მოვლენები გამოსაცდელად იქცა მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის: კონსტანტინეპოლის მიერ განხეთქილებაში მყოფი მეუ-ს ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოქვეყნებამ, არა მხოლოდ „ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში გამოიწვია ღრმა კრიზისი“, არამედ მსოფლიო ეკლესიაში პირველობის პრობლემაც აქტუალური გახადა.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პატრიარქმა ბართლომეოსმა „თანმიმდევრულად გამოიყენა უკრაინის საეკლესიო სიტუაცია იმისათვის, რომ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თავისი განსაკუთრებული სტატუსი გამოეცხადებინა“. „მეუ-ს წესდების მიხედვით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის უფლებამოსილება კონსტანტინეპოლის ეკლესიის ჩარჩოებს სცილდება და აქვს უნივერსალური ხასიათი. ეს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდარს ყველა სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე მაღლა აყენებს. <…> პატრიარქი ბართლომეოსი, უკრაინაში საეკლესიო ვითარებისადმი მიძღვნილ თავის გამოსვლაში, თანმიმდევრულად უსვამს ხაზს თავის განსაკუთრებულ სტატუსს მსოფლიო მართლმადიდებლობაში. სავსებით ცხადია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ცდილობს, უკრაინაში არსებული მდგომარეობა მსოფლიო მართლმადიდებლობაში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეუ–ს დოკუმენტებში ეს დოქტრინა საკმაოდ ცალსახად არის ფორმულირებული“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა სილვესტერმა.

„კონსტანტინეპოლის პატრიარქი საკუთარ თავს უკუთვნებს განსაკუთრებულ უფლებას, გამოსცეს ტომოსები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, მიიღოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის კლირიკოსთა აპელაციები საეკლესიო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და განახორციელოს მართლმადიდებელი დიასპორის სულიერი ხელმძღვანელობა. <...> პირველობის ასეთი გაგება მსოფლიო ეკლესიაში პირდაპირ უარყოფილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ“, – აღნიშნა იერარქმა.

მისი თქმით – „უკრაინაის საეკლესიო კონფლიქტი დიდწილად იმ ღრმა წინააღმდეგობებშია ფესვგადგმული, რომლებიც ადგილობრივ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში დაგროვდა. სავსებით ცხადია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ცდილობს უკრაინული სიტუაცია გამოიყენოს მსოფლიო მართლმადიდებლობაში თავისი პოზიციის გასაძლიერებლად და მსოფლიო ეკლესიაში თავისი პირველობის დოქტრინის წამოსაწევად“.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ჩარევის კანონიკური კოლიზია (საპირისპირო ინტერესთა შეჯახება ქართ. რედ.)“ - ასე იწოდებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის საღვთისმეტყველო­­-კანონიკური კომისიის თავმჯდომარის, ბელოცერკოვისა და ბოგუსლავის მიტროპოლიტ ავგუსტინეს მოხსენება.

„კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ ფაქტიური აღიარება განხეთქილებაში მყოფი „იერარქიისა“, რომელიც შედგება სქიზმატიკოსი ეპისკოპოსებისა და ეკლესიიდან განკვეთილების მიერ ხელთდასხმული პირებისგან, და რომლებიც უკრაინისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების სამღვდელთმთავრო კრებების მიერ განსჯასა და ანათემირებას ექვემდებარებიან, ღია გამოწვევას წარმოადგენს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“, – განაცხადა მეუფე ავგუსტინემ.

მისი სიტყვებით, ეს პრობლემა ასევე მოითხოვს შეფასებას სამოძღვრო ღვთისმტყველებისა და მორალურ-ეთიკური პოზიციის თვალსაზრისით, ვინაიდან ის ასევე ეხება სამოძღვრო მსახურების შემადგენელ საეკლესიო-პრაქტიკულ ასპექტებს. „უკრაინელი ხალხის ზოგადად მაღალმა რელიგიურობამ, დაბალი განათლების ან სარწმუნოების აღმსარებლობაში უკომპეტენტურობის პირობებში, რაც ოსტატურადაა ჩაწნული და გამოყენებული პოლიტიკურ კონტექსტში, ხალხის უმეტესობაში ყოფით დონეზე გამოიწვია განსხვავების საბოლოო წაშლის პროვოცირება და სრული დაკარგვა სიტუაციის ადეკვატური გააზრებისა“, – აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა. – <...> ყოველდღიურ საეკლესიო დღის წესრიგში კვლავ ღიად და გადაუჭრელად რჩება ნათლობის, მირონცხების, ქორწინების და მღვდლობის საიდუმლოთა აღიარების საკითხები, რომლებიც შესრულებულია ეკლესიიდან განკვეთილი სქიზმატიკოსების მიერ, აგრეთვე მათ მიერ წმინდა მირონის გამოყენების თემა, რომელისაც ისინი იღებენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ამერიკაში, ჯერ კიდევ დღევანდელ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე“.

„გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც წარსულს ჩაბარდება მიმდინარე სოციალური და პოლიტიკურად ორიენტირებული პრიორიტეტები ლეგიტიმურობისა და ხელის ჩამორთმევისა, მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის აქტუალური დარჩება მხოლოდ ის საკითხები და ფასეულობები, რომლებიც ამ კატეგორიების მაღლა და მის მიღმა არსებობს; და ღვთის და ეკლესიის ისტორიის წინაშე მოუწევს პასუხისგება ყველას, ვინც ამ ისტორიულ მოვლენებისა და მათ შედეგების მონაწილე იყო: ინიციატორებიდან დაწყებული და მათ ფონზე საინფორმაციო ხმაურის შემქმნელებამდე“, – შეაჯამა მიტროპოლიტმა ავგუსტინემ.

ორგანიზატორები და პარტნიორები ფორუმისა, რომელიც 17 სექტემბრამდე გასტანს, არიან შემდეგი ორგანიზაციები: ბიბლიური საღვთისმეტყელო სინოდალური კომისია, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება, წმინდანთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა. ღონისძიება ტარდება ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდამჭერი ფონდის მონაწილეობით.

სსკგ–ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب