მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის პ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს, ა.ს. სოკოლოვს მილოცვა გაუგზავნა ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მისალოცი გზავნილი 2021 წლის 13 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სადღესასწაული ღონისძიებაზე გაჟღერდა.
მ
ოსკოვის პ.ი. ჩაიკოვსკი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის
რექტორს, ა.ს. სოკოლოვს
პატივცემულო ალექსანდრე სერგეის ძევ!
გულწრფელად გილოცავთ, თქვენ, მოსკოვის პ. ი. ჩაიკოვსკის სახელმწიფო კონსერვატორიის საპროფესორო-სამასწავლებლებლო კორპორაციის წევრებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს მისი დაარსების 155-ე წლისთავს.
წარმოადგენს რა რუსეთში წამყვან შემოქმედებით უნივერსიტეტთაგან ერთ-ერთს, ამ სასწავლო დაწესებულებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც მუსიკოსების ახალი თაობების მომზადებასა და აღზრდაში, ასევე მათ პროფესიულ ზრდაში.
ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავის დროზე სწორედ აქ დაიწყო რუსული საეკლესიო გალობის ტრადიციების შესწავლა. ახლა კი კონსერვატორია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, ატარებს ყოველწლიურ კონფერენციებსა და სემინარებს, რომლებიც მათ მრავალრიცხოვან მონაწილეებს ეხმარება გაეცნონ ქრისტიანული საგალობლების მემკვიდრეობის ამოუწურავ სიმდიდრეს, გაცვალონ პროფესიული გამოცდილება და გაეცნონ საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას.
გილოცავთ რა ყველას ამ მნიშვნელოვან თარიღს, მინდა ვუსურვო ხელმძღვანელობას, პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობას და სტუდენტებს ძალის სიმტკიცე, შთაგონება, ღვთის შეწევნა და წარმატება ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გამრავლების საქმეში.
პატივისცემით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023