მთავარი გვერდი ახალი ამბები
პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბ…

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა


2021 წლის 12 სექტემბერს, კეთილმსახური დიდი მთავრის ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილთა გადაბრძანების დღესასწაულზე (1724 წ.) ქალაქი სანკტ-პეტერბურგი და ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი ზოგადრუსული და ზოგადსაეკლესიო დღესასწაულის ცენტრი გახდა, რომელიც მიეძღვნა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავს.

ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე უძღვებოდა. ამ საზეიმო დღეს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ასევე მნიშვნელოვან პირად სამახსოვრო თარიღს აღნიშნავს: ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1971 წლის 12 სექტემბერს, მღვდელმონაზონი კირილე (გუნდიაევი) არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს.

ლავრაში ჩასვლისთანავე, უწმინდესმა მეუფემ თაყვანი სცა წმინდა მთავრის ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილებს, რომელიც დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრის ცენტრში იყო დაბრძანებული.

მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: კიშინევისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; მოსკოვის სამტროპოლიტოს პატრიარქის ადგილმონაცვლე, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამენი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარიუსი ქ. მოსკოვში, ვოლგოგრადისა და კამიშინსკის მიტროპოლიტი თეოდორე; ჩელიაბინსკისა და მიასის მიტროპოლიტი ალექსი; სამხრეთ-სახალინისა და კურილიის მთავარეპისკოპოსი ნიკანორი; ვიბორგისა და პრიოზერსკის ეპისკოპოსი ეგნატე; ალექსანდრე ნეველის ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, კრონშტადტის ეპისკოპოსი ნაზარი; ტიხვინისა და ლოდეინოპოლსკის ეპისკოპოსი მსტისლავი; გატჩინისა და ლუგის ეპისკოპოსი მიტროფანე; ლისკოვსკისა და ლუკოიანოვსკის ეპისკოპოსი სილუანე; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორი, პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე; სანკტ-პეტერბურგის ეპარქიალური მმართველობის მდივანი, დეკანოზი სერგი კუკსევიჩი; ქ. სანკტ-პეტერბურგის წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბოგდან სოიკო; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი, მთავარ ვლადიმერის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ვლადიმერ სოროკინი; უწმინდეს პატრიარქ კირილეს პირადი მდივანი, არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი); სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის სასულიერო პირები.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვ. მატვიენკო; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილო-დასავლეთ ფედერალურ ოლქში ა. ვ. გუცანი; სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი ა. დ. ბეგლოვი; ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ა. იუ. დროზდენკო; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ს. გ. ობრივალინი; სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვ. ს. მაკაროვი; ბელგრადის მერი (სერბეთის რესპუბლიკა) ზორან რადოიჩიჩი.

საღვთისმსახურო საგალობლები შეასრულეს სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს სასულიერო პირთა გუნდმა იუ. ა. გერასიმოვის ხელმძღვანელობით, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის შერეულმა გუნდმა რ. გ. გუნდიაევის ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ნეველის ლავრის გუნდმა ბერდიაკონი ალექსანდრეს (ურბანოვიჩი) ხელმძღვანელობით.

საპატრიარქო ღვთისმსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შემდეგი ტელეარხებით: „Санкт-Петербург „Союз“ და „Спас“. მაუწყებლობა ასევე განხორციელდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პორტალზე Патриархия.ru. სატელევიზიო არხ „Санкт-Петербург“-ზე ტრანსლაციას კომენტარი გაუკეთა სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის საინფორმაციო განყოფილების საკომუნიკაციო სექტორის ხელმძღვანელმა ნ. ო. როდომანოვმა და თეოლოგიის დოქტორმა, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ლექტორმა, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდაბარედ არსებული მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირილე კოპეიკინმა.

მორწმუნეთა ნაწილი საპატრიარქო ღვთისმსახურებისას ალექსანდრე ნეველის მოედანზე ლოცულობდა, სადაც დამონტაჟებულ ორ დიდ ეკრანზე აკვირდებოდა ტრანსლაციას; ეკრანები იყო, ასევე, დამონტაჟებული ალექსანდრე ნეველის პროსპექტის გასწვრივ და სასტუმრო „მოსკოვის“ მოპირდაპირედ.

მრჩობლ კვერქსზე თხოვნითი ლოცვა იქნა გაჟღერებული კორონა ვირუსიის ინფექციისგან განთავისუფლებისთვის. მრჩობლი კვერექსის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა ლოცვა, რომელიც სნების განმფენი ქარის დროს იკითხება.

ზიარების წინ ქადაგება წარმოთქვა სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის ვიბორგის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესემ, პეტერბურგში პოროხოვიხზე მდებარე ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბუდნიკოვმა.

ლიტურგიის დასასრულს, სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს სასულიერო პირებისა და სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებელი მორწმუნეების სახელით, უწმინდესს მეუფეს პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი მიესალმა.

„თქვენ აღავლინეთ ლიტურგია ამ მშვენიერ ტაძარში, რომელშიც მოხდა თქვენი ყველა ქიროტონია – სადიაკვნო, სამღვდელო, საეპისკოპოსო. 1971 წლის ამ დღეს, 12 სექტემბერს, თქვენ არქიმანდრიტის ხარისხში აღგამაღლეს, შვეიცარიაში მივლინებით გამგზავრების წინ“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ბარსანუფიმ.

სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს მეთაურმა მის უწმინდესობას გადასცა ხატი კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ხატი და პანაღია ღვთისმშობლის ფეოდოროვსკაიას ხატის გამოსახულებით.

უწმინდეს მეუფეს ასევე მიესალმა ლავრის იღუმენი, კრონშტადტის ეპისკოპოსი ნაზარი, რომელმაც უწმინდესს სამი პანაღია უსახსოვრა, მათ შორის პანაღია წმინდა ალექსანდრე ნეველის გამოსახულებით და პანაღია ნეველის ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფშემსმენელის“ გამოსახულებით.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მორწმუნეებს პირველიერარქის სიტყვით მიმართა.

შემდეგ შედგა საეკლესიო ჯილდოების გადაცემა:

·       სამწყემსმთავრო გულმოდგინე შრომის გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი დაჯილდოვდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ორდენით (II ხარისხი);

·       წმინდა სამების ალექსანდრე ნეველის ლავრისათვის გაწეული დახმარების გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი ა. დ. ბეგლოვი დაჯილდოვდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ორდენით (II ხარისხი);

·       სამწყემსმთავრო გულმოდგინე შრომის გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კრონშტადტის ეპისკოპოსი ნაზარი დაჯილდოვდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ორდენით (III ხარისხი);

·       წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ გაწეული შრომის გათვალისწინებით, სანკტ-პეტერბურგის ეპარქიალური მმართველობის მდივანი, ქ. სანკტ-პეტერბურგის ქრისტეს აღდგომის ტაძრის („Спас на Крови“) წინამძღვარი, დეკანოზი სერგი კუკსევიჩი დაჯილოდვდა კეთილმსახური მთავრის დანიელ მოსკოველის ორდენით (III ხარისხი);

·       წმინდა სამების ალექსანდრე ნეველის ლავრისათვის გაწეული დახმარების გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი სანკტ-პეტერბურგის მმართველობაში ა. ნ. ბელსკი დაჯილდოვდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ორდენით (III ხარისხი);

·       წმინდა სამების ალექსანდრე ნეველის ლავრისათვის გაწეული დახმარების გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვ. ვ. კალუგინი დაჯილოვდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ორდენით (III ხარისხი);

·       წმინდა სამების ალექსანდრე ნეველის ლავრისათვის გაწეული დახმარების გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქ. სანკტ-პეტერბურგის ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მ. ს. მეიქსინი „პატრიარქის სამადლობელი“ მედლით დაჯილდოვდა;

·       წმინდა სამების ალექსანდრე ნეველის ლავრისათვის გაწეული დახმარების გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ადმინისტრაციის რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვ. გ. ივანოვი კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ორდენის მედლით დაჯილდოვდა.

·       წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ გაწეული შრომის გათვალისწინებით და კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ალექსანდრე ნეველის ლავრის ადილმონაცვლის თანაშემწე კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და დაცვის მიმართულებით, სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის საეპარქიო არქიტექტორის თანაშემწე ა. მ. ოდინცოვი ღირსი სერაფიმე საროველის ორდენის მედლით დაჯილდოვდა.

ამის შემდეგ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილებით ლიტანიობა ჩაატარა სამების საკათედრო ტაძრიდან ალექსანდრე ნეველის მოედნამდე.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესს-სამსახური

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب