მოსკოვის საპატრიარქო
შედგა იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქ თეოფილეს შეხვედრა რუსეთის ელჩთან ისრაელში
2021 წლის 6 სექტემბერს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ა. დ. ვიკტოროვი იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია. საპატრიარქოს მცირე სატახტო დარბაზში რუსეთის დიპლომატი წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III მიიღო.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური მდივანი კონსტანტინის მთავარეპისკოპოსი არისტარქე, იერუსალიმში რუსული სულიერი მისიის ხელმძღვანელი მღვდელმონაზონი დომეტიანე (მარკარიანი) და ისრაელში რფ-ის საელჩოს მეორე მდივანი ა. გავრილოვი.
საუბრისას განხილულ იქნა სახელმწიფო-კონფესიური ურთიერთქმედების საკითხები მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობის განმტკიცების კონტექსტში, მათ შორის, ეკლესიათშორისი დიალოგის მხარდაჭერის გზით. აღინიშნულ იქნა ისრაელის ტერიტორიაზე რელიგიური სტატუს-კვოს შენარჩუნების მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წმინდა მიწაზე მართლმადიდებლური რელიგიური ადგილებისა და სალოცავების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის საკითხებს.
ა. დ. ვიკტოროვმა ხაზი გაუსვა რუსეთის კურსის უცვალებლობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვის დახმარების აღმოჩენისა და ინტერესების დაცვის საქმეში.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023