მოსკოვის საპატრიარქო
ანტიოქიის ეკლესიის იერარქი რიო-დე-ჟანეიროში მოსკოვის საპატრიარქოს ტაძარს ეწვია
ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში წმიდა მოწამე ზინაიდას ტაძარს (მოსკოვის საპატრიარქო) ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი – რიო-დე-ჟანეიროში პატრიარქის ვიკარიუსი აპამეის ეპისკოპოსი თეოდორე ეწვია.
ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც 2021 წლის 28 აგვისტოს შედგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, მისადაგებული იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიის ჩამოყალიბების 75 წლისთავთან.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეკლესიაში დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას, მეუფე თეოდორემ არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს, ეპარქიის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღთან დკავშირებით, მისალოცვი სიტყვები გადასცა. „ჩვენ ვლოცულობთ მოწყალე ღმრთის მიმართ მისი უწმინდესობის პატრიარქ კირილეს კეთილდღეობისთვის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მღვდელმსახურისთვის, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მსახურობენ“, – აღნიშნა მწყემსმთავარმა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
არგენტინის ეპარქიის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023