მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქის მიმართვა რუსეთის სპორტსმენებს – ტოკიოს XVI საზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალმება გაუგზავნა რუს სპორტსმენებს – ტოკიოს XVI სააზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს.
ძვირფასო ძმებო და დებო!
გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ტოკიოს XVI პარაოლიმპიური თამაშებში ბრწყინვალე შედეგებს.
მოახდინეთ რა დემონსტრირება თქვენი სპორტული უნარისა და აჩვენეთ მაღალი პროფესიონალური დონე, თქვენ პატივით წარადგინეთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეულად განაგრძეთ რუსეთის პარაოლიმპიური მოძრაობის ტრადიციები.
თქვენ მიერ მიღწეული ახალი მსოფლიო რეკორდები, ასევე მედლები, რომლებიც შეუდრეკელი შრომისა და დიდი მოთმინების, სულის და ნების სიმტკიცის წყალობით მიიღეთ, ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ სხეულის ნაკლულოვანება არ ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობებს გამარჯვებისკენ სწრაფვაში და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე გამარჯვებაში. თითოეულმა თქვენგანმა დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია გადალახოს ერთი შეხედვით, თითქოსდა, გადაულახავი დაბრკოლებები. მე ვიცი, რომ ბევრი სპორტსმენი ღრმად მორწმუნე ადამიანია და სწორედ რწმენა აძლიერებს მათ ნებას გამარჯვებისკენ.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მაგალითი ასევე შთააგონებს მათ, ვინც რთულ ცხოვრებისეულ გარემოებებში იმყოფება, დაეხმარება შეიძინონ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და სასო არ წარიკვეთონ.
თქვენთან ერთად ვხარობ თქვენი წარმატებებით და მოვიხმობ თქვენზე, თქვენს ოჯახებზე, თქვენს მწვრთნელებსა და მასწავლებლებზე ღვთის კურთხევას.
ვსარგებლებ რა შესაძლებლობით, მსურს ასევე მივულოცო პარაოლიმპიურ სპორტსმენებს უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან და სხვა ჩვენი მოძმე ქვეყნებიდან.
დაე განამტკიცოს გულუხვა უფალმა თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალები, მოგანიჭოთ თავისი შეწევნა ყველა თქვენს მომავალ ცხოვრებისეულ გზაზე.
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023