მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვის საპატრიარქოს იერარქებმა მონაწილეობა მიიღეს ჩერ…

მოსკოვის საპატრიარქოს იერარქებმა მონაწილეობა მიიღეს ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკეს აღსაყდრების ზეიმში


2021 წლის 5 სექტემბერს, ჩერნოგორიის (მონტენეგროს) ისტორიულ ცენტრში, ცეტინეს ღვთისმშობლის შობის მონასტერში ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკეს აღსაყდრება შედგა. მიმდინარე წლის მაისში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა კრებაზე იგი გამოირჩიეს ჩერნოგორიისა და პრიმორსკის ღვთივგანსვენებული მიტროპოლიტ ამფილოქეს ადგილზე.

წინა დღეს, ქვეყნის თანამედროვე დედაქალაქ პოდგორიცაში, აღდგომის ტაძრისწინა მოედანზე, უამრავი ადამიანის თანდასწრებით მწუხრის მსახურება აღესრულა. ხალხმა არა მხოლოდ უზარმაზარი მოედანი, არამედ მიმდებარე ქუჩებიც შეავსო. ზეიმზე, რომელსაც სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე უძღვებოდა, შეიკრიბა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და სასულიერო პირთა კრებული, სტუმრები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, ათობით ათასი ჩერნოგორიელი მორწმუნე.

სტუმრებს შორის იყვნენ ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი, ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტი მარკოზი (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია), ასევე იერარქები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან, უმე-ს საქმეთა მმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი და ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტი სერგი.

მწუხრის მსახურებას ჩერნოგორიის ხელისუფლება და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორისაც იყო რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამ ქვეყანაში ვ. ვ. მასლენიკოვი. საღმრთო მსახურების დაწყებამდე ჩერნოგორიის პრემიერ მინისტრი ზდრავკო კრივოკაპიჩი გულთბილად მიესალმა თითოეულ მაღალ იერარქს, რომლებიც დღესასწაულზე მივიდნენ.

დიდი მწუხრის დასასრულს მიტროპოლიტმა იოანიკემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს და აღნიშნა, რომ საპატრიარქო მსახურება ეს არის – „შერიგებისა და გაერთიანების მსახურება“.

შემდეგ სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ სიყვარულისა და მშვიდობის სიტყვებით მიმართა ჩერნოგორიელ ხალხს და ამ ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ჩერნოგორიისა და პრიმორსკის ახლადარჩეულ მიტროპოლიტ იოანიკეს

ილაპარაკა რა მათზე, ვინც მიტროპოლიტ იოანიკეს აღსაყდრებას უწევს წინააღმდეგობას, მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა ილოცონ მათთვის, მაგრამ ასევე ილოცონ იმისთვის, რომ „ჩვენი გულები ცამდე გაფართოვდეს, რომ მათ შემოსასვლელი ჰქონდეთ ჩვენს გულებში“. „იმიტომ რომ ჩვენ, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ვიცით, რომ დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ ხედავს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს, როგორ ხედავს იგი თავის თავის ეროვნული ორიენტაციასთან შესაბამისობაში, როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს სამყაროზე და რომელ ერს მიეკუთვნება, – ჩვენ მიანც ყველანი ერთნი ვართ”, – ბრძანა პატრიარქმა პორფირემ და აღნიშნა, რომ ეკლესია არის „სივრცე ყველა ჩვენგანისთვის “.

პატრიარქისა და მეუფე იოანიკეს გამოსვლები მრავალჯერ შეწყდა იმ ადამიანების ტაშისკვრით, ვინც ხარობდნენ უწმინდესი პატრიარქ პორფირეს ჩასვლით, რომელიც თავისი პირველიერარქიული ვიზიტით პირველად იმყოფებოდა ჩერნოგორიის მიწაზე, და მეუფე იოანიკის ჩერნოგორიის და პრიმორსკის მიტროპოლიტების საყდარზე დადგინებით.

შემდეგ სტუმრები გაემართნენ აღდგომის ტაძრის საძვალეში, სადაც სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მარადსახსენებელი მიტროპოლიტი ამფილოქეს განსასვენებლის ადგილას მიცვალებულთა ლიტია აღასრულა.

საღამოს ბოლოს ტაძრის მოედანი ფეიერვერკებმა გაანათა. გახარებული ხალხი ესალმებოდა თავის პატრიარქს და მიტროპოლიტ იოანიკეს და სანთლებს ანთებდა.

ცეტინეში ზეიმის ჩაშლას შეეცადნენ რადიკალურად განწყობილი პირები. მათ მხარი დაუჭირა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა მ. ძუკანოვიჩი, რომელიც მანამდე არაერთხელ დაუპირისპირდა კანონიკურ ეკლესიას. მილო ჯუკანოვიჩი, რომელიც ცნობიერებით ათეისტი, ლობირებს სქიზმატური სტრუქტურის „ჩერნოგორიის მართლმადიდებელ ეკლესიის“ ინტერესებს, რომელიც არ არის აღიარებული მართლმადიდებლურ სამყაროში.

რადიკალებმა ჩაკეტეს ცეტინეს ღვთისმშობლის შობის მონასტრის მისასვლელები.

დილით ადრე ავტობუსების კოლონა მაღალიერარქებთან და სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრა ცეტინეს მონასტერში, მაგრამ გზაზე მათ ბარიკადები დახვდათ, რომელთა მახლობლად რამდენიმე ათეული აგრესიულად განწყობილი ადამიანი იმყოფებოდა და ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა. კოლონა მშვიდობიანად შემოტრიალდა და უკან გამობრუნდა.

ზეიმის მონაწილეებმა პოდგორიცას ქრისტეს აღდგომის ტაძარში აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა. ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ მის პირად უსაფრთხოებას საფუძვლიანი საშიშროება ემუქრებოდა, უწმინდესი პატრიარქი პორფირე ვერტმფრენით ჩაფრინდა ცეტინეს მონასტერში, რათა აღესრულებინა მეუფე იოანიკეს აღსაყდრება იმ ადგილზე, სადაც ყოველ დროში დგინდებოდნენ ჩერნოგორიის მიტროპოლიტები. არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ხმაურიანი და აგრესიული, პოლიტიკურად ანგაჟირებული მოწინააღმდეგენი მიტროპოლიტ იოანიკეს კანონიერი და კანონიკური ინტრონიზაციისა, მოვლენების ამგვარი განვითარებისათვის მზად არ აღმოჩნდნენ.

ცეტინის მონასტერში აღსრულებულ ლიტურგიაზე, უწმინდეს პატრიარქს თანამსახურებდნენ ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტი იოანიკე, კრუშევაცის ეპისკოპოსი დავითი, სასულიერო პირთა კრებული. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოს დავითის მიერ გაჟღერდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება მეუფე იოანიკეს გამორჩევის შესახებ.

მიტროპოლიტ იოანიკესთვის სამღვდელთმთავრო კვერთხის გადაცემისას, პატრიარქმა პორფირემ შეახსენა მის მიერ მიღებული მსახურების სირთულე და პასუხისმგებლობა: „თქვენი მისია იქნება ის, რომ დააბლაგვოთ სიბასრე, გასდოთ ხიდები, არ იკითხოთ ვინ ვინ არის, რომელ ერს ეკუთვნის ... იკითხეთ მხოლოდ სახელი, რომლითაც მოინათლა იგი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, – ხაზგასმით აღნიშნა მისმა უწმინდესობამ და აღნიშნა, რომ „ეკლესიაში არ არის საზღვრები, არ არის მტრობა, არ არის განხეთქილებები“, „ის ყველას თავის წიაღში აგროვებს ქრისტეს მიერ და ქრისტეში“.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა იოანიკემ ხაზგასმით აღნიშნა: „თქვენი ჩამოსვლით, თქვენო უწმინდესობავ, ასევე იმით, რომ, ჩვენთან ერთად გაიზიარეთ ახლანდელი განგაშები, თქვენ გამოავლინეთ უდიდესი სიყვარული არა მხოლოდ ჩემდამი, არამედ მთელი ჩერნოგორიელი ხალხისადმი. თქვენთან ერთად, თქვენო უწმინდესობავ, ჩამოვიდნენ თავიანთ სულში მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობის სისავსის მქონე ღვთის წმინდა ეკლესიების წარმომადგენლები; ისინი შეიკრიბნენ, რათა ჩვენთან ერთად გაეზიარებინათ სიხარული, მაგრამ მათ არ მისცეს ცეტინეში ჩამოსვლის საშუალება. თუმცა დღეს ისინი ლოცულობენ ქრისტეს აღდგომის ტაძარში, ნეტარხსენებული მიტროპოლიტ ამფილოქეს საფლავთან... მათ თქვენთან ერთად აღავლინეს ლოცვები ძმათა შორის მშვიდობის, შერიგებისა და სიყვარულისთვის“.

პოდგორიცას აღდგომის ტაძარში ლიტურგიაზე სახარების წაკითხვის შემდეგ გამოცხადდა, რომ ცეტინეს მონასტერში მიტროპოლიტ იოანიკეს აღსაყდრება შედგა. ამან მორწმუნეთა უპრეცედენტო ტაშისკვრა გამოიწვია, ისმოდა ხმამაღალი შეძახილები „აქსიოს!“.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღდგომის ტაძარში უწმინდესი პატრიარქი პორფირე და ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტი იოანიკე მივიდნენ, ასევე მონტენეგროს პრემიერ მინისტრი ზდრავკო კრივოკაპიჩი; შეკრებილი ხალხი მათ მქუხარე აპლოდისმენტებით ესალმებოდა.

„გილოცავთ ახალ მიტროპოლიტს, რომელიც ჩვენ დღეს ცეტინის მონასტერში აღვასაყდრეთ ღვთის განგებით, სულიწმიდით, წმინდა სინოდის მამებისა და ყველა თქვენგანის ლოცვით, – ბრძანა უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას. – დღეს ხარობს მთელი მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ზეციური, ისე მიწიერი. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამჟამად ხარობენ წმინდა პეტრე ცეტინელი, წმინდა ბასილი ოსტროგელი და მრავალი წმინდანი ცეტინის, ჩერნოგორიისა და პრიმორსკის სამიტროპოლიტო საყდარზე გაბრწყინებული, თქვენი დაუვიწყარი სულიერი მამის, ჩვენი მასწავლებლისა და ყველა აქ შეკრებილთა მამის – ნეტარი მიტროპოლიტი ამფილოქეს ჩათვლით. ისინი ხარობენ კეთილშობილი და ღირსეული მემკვიდრით“.

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებისგან გაისმა მილოცვები.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით, ჩერნოგორიაში ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი ჩავიდა, რომელმაც მეუფე იოანიკეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა. ასევე გაჟღერდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის მისალოცი ადრესი.

ამავე დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მიტროპოლიტ იოანიკეს მის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/

ჩერნოგორიისა და პრიმორსკის სამიტროპოლიტოს,

ტვერის სამიტროპოლიტოს,

ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტ ამბროსის ტელეგრამ-არხის

საიტების ინფორმაციის მიხედვით

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب