მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვში კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ძეგლი …

მოსკოვში კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ძეგლი გაიხსნა


2021 წლის 1 სექტემბერს მოსკოვში კეთილმსახური ალექსანდრე ნეველის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა. ძეგლი დაიდგა საპატრიარქოს მეტოქის ალექსანდრე ნეველის ტაძრის ტერიტორიაზე – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტთან. პროექტის ავტორია მოსკოველი მოქანდაკე კარენ სარქისოვი.

გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ს. ვ. ლავროვი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა. ა. ტურჩაკი, დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პრეფექტი ა. ო. ალექსანდროვი, სუმსი-ს რექტორი ა. ვ. ტორკუნოვი, ეკლესიის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ. რ. ლეგოიდა, რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ძეგლის დადგმის სამეურვეო საბჭოს წევრი ე. გ. პოპოვი, სუმსი-ს საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი ია. ლ. სკვორცოვი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იგორ ფომინი, ასევე სუმსი-ს მასწავლებლები და სტუდენტები, ტაძრის მრევლი და მრავალი სტუმარი.

ძეგლის საზეიმო გახსნის მონაწილეებისადმი მიმართვისას ს. ვ. ლავროვმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ნეველი იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც პირველ რიგში ფიქრობდა თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე, მისი კულტურული და რელიგიური კოდის შენარჩუნებაზე, ამასთანავე საკუთარ თავში მხედართმთავრისა და დიპლომატის თვისებები ჰქონდა შერწყმული.

„ჩვენ ნეველის ტრადიციების სულისკვეთებით, ვეწაფვით რა მის გაკვეთილებს, მზად ვართ კომპრომისის მოსაძებნად. მაგრამ ამისთვის უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და სამართლიანად და თანაბარუფლებრივად მოვილაპარაკოთ. მთავრის ეს ანდერძი ყოველთვის დარჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის საფუძველში“, – ბრძანა რფ-ის სსს-ის მეთაურმა, და აღნიშნა, რომ ალექსანდრე იაროსლავის ძეს შეეძლო ინეტერესების ბალანსი ეპოვნა, რომელიც სავსებით მისაღები იყო როგორც მისთვის, ისე მისი პარტნიორებისთვის.

ა. ა. ტურჩაკმა ხაზი გაუსვა, რომ „ალექსანდრე ნეველის სიტყვები სამუდამოდ დარჩა მატეანეში, ჩვენს მეხსიერებაში – „ღმერთი ძალაში კი არა, არამედ სიმართლეშია,“ და სანამ სიმართლე ჩვენთანაა, ჩვენი ქვეყანა დაუმარცხებელია“. სენატორმა წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარს ხატი გადასცა, რომელიც შესრულებულია განსაკუთრებული რელიეფური ტექნიკით, რაც მას მხედველობა დაქვეითებულთათვის ხელმისაწვდომს ხდის.

ე. გ. პოპოვმა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა, რომელთა „სამოქალაქო აქტივობამ ... შესაძლებელი გახადა ძეგლის გახსნა საკმაოდ მოკლე დროში“, და აღნიშნა მნიშვნელობა იმისა, რომ „ხალხი კვლავ უბრუნდება იმ ანდერძებს, რომლებიც დიდმა მთავარმა დაგვიტოვა; მისი მთელი ცხოვრება არის – სამშობლოს მსახურების ნათელი მაგალითი“.

ძეგლისა და გადაცემული ხატის კურთხევის წეს-განგება ალექსანდრე ნეველის ტაძრის კლირიკოსმა, მღვდელმა ალექსანდრე კუზნეცოვმა შეასრულა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა საპატიო სტუმრებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

მოსკოვის საქალაქო ეპარქიის,

ეკლესიის საზოგადოებასთან და მასმედიასთან 

ურთიერთობის სინოდალური განყოფილებისა და სუმსი-ს

საიტების მასალების მიხედვით

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب