მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა სოფიის საპატრიარქო ტაძრის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა
2021 წლის 30 აგვისტოს, წმინდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილების გადაბრძანების დღეს, სოფიაში (ბულგარეთი) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ვასიანემ (ზმეევი) ბულგარეთის დედაქალაქის საკათედრო ტაძრის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა.
ტაძარში საღვთო ლიტურგია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მთავარმა მდივანმა მელნიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ აღასრულა.
ტაძრის დღესასწაულის საზეიმო ლიტურგიაში მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვაროსანი მღვდელეკონომოსი (ставрофорный священноэконом) ნელუც ოპრია, სოფიის სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი პახუმი (ლოზანოვი), მისი დამხმარე მღვდელმონაზონი მელეტი (სპასოვი), საპატრიარქო ტაძრის კლირიკოსები.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტესა და მისი ღმრთივდაცული სამწყსოსთვის მრავალჟამიერი გაჟღერდა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის
საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023