
მოსკოვის საპატრიარქო
სოფიაში რუსეთის ეკლესიის მეტოქის წინამძღვარმა სტაროზაგორსკის მიტროპოლიტ კვიპრიანეს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა





2021 წლის 31 აგვისტოს, დღეს, როცა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის ხსენების დღეს, სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ვასიანემ (ზმეევი) სტაროზაგორსკის მიტროპოლიტის კვიპრიანეს მიწვევით, მისი ზეციური მფარველის ხსენების დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულში მიიღო მონაწილოება.
წინა დღეს, საღამოს მსახურების დაწყების წინ, სტაროზაგორსკის მიტროპოლიტი კვიპრიანე, ტროიანისა და ბაჩკოვოს (პეტრიწონის. – რედ.) მონასტრების იღუმენი ველიჩის ეპისკოპოსი სიონი, სასულიერო პირები და მლოცველები საზეიმოდ შეეგებნენ წმინდა კვიპრიანე კართაგენელის წმინდა ნაწილს, რომელიც სტარო ზაგორსკის საკათედრო ტაძარში დოროსტოლის მიტროპოლიტმა იაკობმა მიაბრძანა. მოკლე ლიტანიობითი მსვლელობის შემდეგ დაიწყო მწუხრის მსახურება, რომელიც დოროსტოლის მიტროპოლიტმა იაკობმა ჩაატარა. მეუფე იაკობს თანამსახურებდნენ დოროსტოლის სამიტროპოლიტოს პროტოსინგელოზი პროტოპრესვიტერი დობრი ჩაკოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრირქის წარმომადგენელი ბულგარეთის პატრიარქთან არქიმანდრიტი ვასიანე, შიპკას ქრისტეს შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე იღუმენი პანკრატი.
31 აგვისტოს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა სტაროზაგორსკის მიტროპოლიტმა კვიპრიანემ, მას თანამსახურებდნენ პლოვდივის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, დოროსტოლის მიტროპოლიტი იაკობი, ველიჩის ეპისკოპოსი სიონი და ზნეპოლის ეპისკოპოსი არსენი. იერარქების თანამსახურ სასულიერო პირთა რიგებში იყვნენ დოროსტოლის ეპარქიის პროტოსინგელოზი პროტოპრესვიტერი დობრი ჩაკოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ბულგარეთის პატრიარქთან არქიმანდრიტი ვასიანე (ზმეევი), სტაროზაგორსკის მიტროპოლიის პროტოსინგელოზი არქიმანდრიტი ბოგოსლოვი (დიმიტროვი), შიპკას ქრისტეს შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე იღუმენი პანკრატი (გუზოვი).
ლიტურგიის დასრულების შემდეგ პლოვდივის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს მისასალმებელი სიტყვა გააჟღერა მიტროპოლიტ კვიპრიანეს მისამართით მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით.
საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა კვიპრიანემ მადლობა მოახსენა მის უწმინდესობასა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს მილოცვისა და ლოცვებისთვის.
მიტროპოლიტ კვიპრიანეს ასევე მიულოცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა ვასიანემ და საჩუქრად ჯვარი და პანაღია გდასცა.
სტაროზაგორსკის სამიტროპოლიტოს სასულიერო პირების სახელით მიტროპოლიტ კვიპრიანეს მისალოცი სიტყვით მიმართა არქიმანდრიტმა ბოგოსლოვმა (დიმიტროვი), რომელმაც მეუფეს მღვდელმოწამე კვიპრიანეს ხატი მიართვა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის
საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025