მოსკოვის საპატრიარქო
მადრიდისა და ლისაბონის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ სამხრეთ პორტუგალიაში სამლოცველო აკურთხა
2021 წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, მადრიდისა და ლისაბონის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ პორტუგალიის ქალაქ ქუარტეირაში საღვთო ლიტურგია აღასრულა. მწყემსმთავარს თანამსახურებდნენ პოტრუგალიის სამრევლოების კეთილმოწესე დეკანოზი იოანე გერბოვეცკი, დეკანოზი ალექსანდრე ტორიკი, დიაკონი გლებ ზაიკა და დიაკონი ალექსი ჩესნოკოვი.
ღვთისმსახურების დაწყების წინ მეუფე ნესტორიმ, ჩვენი დედუფლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების სახელობის ახლადაგებული სამლოცველოს მცირე კურთხევის წეს-განგება შეასრულა.
ამბიონის ლოცვის შემდეგ სამლოცველოს ირგვლივ მოეწყო ჯვრით მსვლელობა. შემდეგ იერარქმა თანამსახურ სასულიერო პირებსა და მრევლს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მადრიდისა და ლისაბონის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ მიძინების სახელობის სამლოცველოს საჩუქრად დედა ღვთისას ხატი გადასცა.
სასულიერო პირებთან და მრევლთან ურთიერთობა აღაპზე გაგრძელდა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
ესპანეთისა და პორტუგალიის ეპარქიის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
03.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024