ეგვიპტელი მონაზვნები ტვერისა და ნოვგოროდის სამიტროპოლიტოს წმინდა ადგილებს ეწვივნენ
2021 წლის 26-28 აგვისტოს კოპტური ეკლესიის მონასტრების იღუმენებისა და წევრების დელეგაცია, რომელიც რუსეთში მომლოცველობით მოგზაურობაში იმყოფება, ტვერისა და ნოვგოროდის სამიტროპოლიტოს ტაძრებსა და მონასტრებს ეწვია.
26 აგვისტოს დელეგაცია ტვერში ჩავიდა, სადავ შეხვდა ტვერისა და კაშინსკის მიტროპოლიტ ამბროსის, ეწვია აღდგომის საკათედრო ტაძარს, ცხოველმყოფელი სამების სახელობის ტაძარს („ბელაია ტროიცა“) და გაეცნო ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის აღდგენით სამუშაოებს – ერთ-ერთ უძველეს ტაძარს ტვერში, რომლის ისტორიაც XII ს.-ის ბოლოდან იწყება, და რომელიც 1935 წელს [ეკლესიის მტრებმა] დაანგრიეს. სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ სამუზეუმო კომპლექსში „Тверской путевой дворец“ (ტვერის სამოგზაურო სასახლე), სადაც ტვერის მიწაზე მართლმადიდებლობის ისტორიასთან დაკავშირებული მრავალი ექსპონატი ინახება.
ტვერის ეპარქიის სამმართველოში ეგვიპტის დელეგაციის საპატივცემულოდ მიტროპოლიტმა ამბროსიმ მიღება მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა ასევე მართლმადიდებელ პალესტინელთა საიმპერატორო საზოგადოების ტვერის განყოფილების ხელმძღვანელი, ტვერის ინსტიტუტის „Верхневолжье“ (ზემო ვოლგის) რექტორი ი. ნ. აკსენოვა. შეკრებილებისადმი თბილი მიმართვისას, მწყემსმთავარმა გაიხსენა თავისი მოგზაურობა ეგვიპტეში 2019 წლის მაისში, მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელთა და სტუდენტთა დელეგაციის მეთაურის რანგში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კოპტური ეკლესიის დიალოგის კომისიის საქმიანობის ფარგლებში.
მეუფე ამბროსიმ დელეგაციის წევრს, კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს ა. მილადს ტვერის სამიტროპოლიტოს უმაღლესი ჯილდო გადასცა – წმინდა სვიმეონის, ტვერის პირველი ეპისკოპოსის (I ხარისხის) ორდენი, ყურადღების გამოსახატად იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა რუსული და ეგვიპტური სულიერი ტრადიციების ურთიერთობის განვითარებაში, და აგრეთვე მისი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ი. ნ. აკსენოვამ პალესტინელ მართლმადიდებელთა საიმპერატორო საზოგადოების თავმჯდომარის ს. ვ. სტეპაშინის მისასალმებელი ადრესი გააჟღერა რუსეთში კოპტური ეკლესიის პატრიარქ თავადროს II-ის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით.
ტვერისა და კაშინსკის მიტროპოლიტმა ამბროსიმ და დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ეპარქიის სამმართველოს კედლებში ცნობილი ტვერელი მხატვრის ლ. გ. იუგის სურათების გამოფენა „ეგვიპტე. კოპტები. წმინდა ანტონის მონასტრის მონაზვნების პორტრეტები“. ავტორმა სტუმრებს უამბო თავისი მოგზაურობის შესახებ ეგვიპტის მიწაზე, რაც გახდა მისთვის შთაგონების წყარო, შეექმნა წარმოდგენილი ნაშრომები.
27 აგვისტოს კოპტური ეკლესიის დელეგაცია ეწვია მდინარე სელიგერზე მდებარე ნილ-სტოლებენსკის უდაბნოს და ესტუმრა ბოგოროდიცის ჟიტნის დედათა მონასტერს ოსტაშკოვში. ჟიტნის სავანეში თბილი შეხვედრა შედგა სტუმრებსა და მონასტრის წინამძღვარ იღუმენია ელისაბედსა (ევდოკიმოვა) და მონასტრის დებს შორის. დედა ელისაბედმა მონასტრის ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებაზე ისაუბრა, აჩვენა მონასტრის მთავარი სიწმინდე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სმოლენსკის სასწაულთმოქმედი ხატი „ოდიგიტრია“, კარიბჭის ტაძარი, XVIII ს.-ის საცხოვრებელი კორპუსი და მონასტრის მოწყალების სახლი, სადაც ცხოვრობენ მარტოხელა დედები ბავშვებთან ერთად, მოხუცებული ადამიანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უსახლკაროები და დახმარების საჭიროების მქონენი, რომელსაც მათ ჟიტნის მონასტერი უწევთ. დელეგაციის მეთაურმა ეპისკოპოსმა ვუკოლემ იღუმენია ელისაბედს, დებსა და მოწყალების სახლში მცხოვრებ თითოეულ პირს წმინდა მაკარი დიდის ხატები გადასცა საჩუქრად.
ამავე დღეს დელეგაცია ჩავიდა ნოვგოროდის სამიტროპოლიტოში, სადაც პირველი გაჩერება იყო ვალდაის ივერიის სვიატოოზერსკის მონასტერი. სტუმრებს შეეგება ნოვგოროდის სამიტროპოლიტოს ვიკარიუსი იურევსკის ეპისკოპოსი არსენი და მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე მღვდელმონაზონი ანტონი (ბიტმაევი). ეგვიპტელმა მონაზვნებმა თაყვანი სცეს დედა ღვთისმშობლის ივერიის სახელობის სასწაულთმოქმედ ხატს.
საღამოს მომლოცველები დიდ ნოვგოროდს ესტუმრნენ. იურევის მონასტერში – ერთ-ერთი უძველესი სავანე რუსეთში – მეუფე არსენიმ სტუმრებისთვის ექსკურსია ჩაატარა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახ. საკათედრო, რომელიც მსოფლიო მაშტაბის კულტურისა და ისტორიის მემკიდრეობის ძეგლია; ამჟამად სიწმინდის საგულდაგულო რესტავრაცია უტარდება. კოპტური ეკლესიის მონასტრების იღუმენებისა და წევრების დელეგაციის საპატივცემულოდ მეუფე არსენიმ საზეიმო მიღება მოაწყო. ძმური ურთიერთობის მიმდინარეობისას, სტუმრების თხოვნით იერარქმა ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე მსახურებაზე და მის ისტორიაზე, რომელშიც არც თუ მცირე როლი შეასრულა ნოვგოროდის მიწამ.
28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, დელეგაციის წევრები ნოვგოროდის წმინდა სოფიას სახ. საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც ნოვგოროდისა და სტარორუსკის მიტროპოლიტმა ლევმა აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ნოვგოროდის სამიტროპოლიტოს მეთაურმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა კოპტური სამონაზვნო დასის წარმომადგენელებს და აღნიშნა: „გულითადად მოგესალმებით წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში – რუსეთის უძველეს ტაძარში, რომელშიც დაბრძანებულია განდიდებული სასწაულთმოქმედი ხატი ღვთისმშობლისა „ზეციური ნიშანი“. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არაერთხელ გამოავლინა თავისი ზეციური გამოქომაგება ჩვენს ქალაქზე და უამრავჯერ – მთლიანად ჩვენს რუსეთზე. მაგრამ მისი საფარველი უხილავად მთელს მსოფლიოს ეფინება, განსაკუთრებით ეგვიპტის მიწას – მიწას, სადაც დაიწყო მონაზვნობის აღმოცენება“.
მიტროპოლიტმა ლევმა ასევე გაუსვა ხაზი რუსულ მართლმადიდებლობისა და ეგვიპტური ქრისტიანული ტრადიციების ისტორიულ ბედის მსგავსებას: „უძველესმა კოპტურმა ეკლესიამ წმინდანების დიდი კრებული შვა. განსაკუთრებით ბევრია შორის, ვინც რწმენისთვის სიკვდილი იწვნია, და დღესაც კოპტი ქრისტიანები ამ მოწმობას მოწამეობრივი სიკვდილით ავლენენ. ამასვე აკეთებდნენ რუსეთის ეკლესიის მრავალრიცხოვანი ახალმოწამენიც, რომელთაც წარუმატებლად აიძულებდნენ ღვთისგან განდგომას. და თავად მზაობის ეს ფაქტი, მიიღო მოწამეობრივი გვირგვინი, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ძმები ვართ ქრისტეში“.
საპასუხო გამოსვლაში ეპისკოპოსმა ვუკოლემ მადლობა მოახსენა მიტროპოლიტ ლევს კეთილი სიტყვებისთვის და მათ დიდი მიმართ გამოჩენილი მაღალი ყურადღებისთვის, დაადასტურა კოპტების გულწრფელი სიყვარული რუსეთისა და რუსეთის ეკლესიისადმი. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს მიწა განდიდებულია არაჩვეულებრივი რწმენის სიმტკიცით, – აღნიშნა კოპტმა იერარქმა. – თქვენს ქვეყანაში ჩვენ ვნახეთ ჭეშმარიტი მონაზვნური ტრადიციის ცოცხალი გაგრძელება. ვმადლობთ ღმერთს იმისთვის, რომ დღეს ჩვენს ეკლესიებს შორის ასე აქტიურად ვითარდება ურთიერთობები, რომლებსაც მტკიცედ და ბრძნულად მართავენ ჩვენი მეთაურები – უწმინდესი პატრიარქი თავადროს II და უწმინდესი პატრიარქი კირილე“.
მიტოპოლიტმა ლევმა პატრიარქ თავადროსისთვის საჩუქრად გადასცა ღვთისმშოლის ხატის „ზეციური ნიშანი“ ასლი; დელეგაციის წევრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
შემდეგ ეგვიპტელი სტუმრებისთვის ნოვგოროდის კრემლის ტერიტორიაზე ექსკურსია მოეწყო.
ნოვგოროდისა და სტარორუსკის მიტროპოლიტ ლევთან საუბარი გაგრძელდა ვარლაამ-ხუტინის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში. დელეგაციის საპატივცემულოდ საზეიმო მიღება მოეწყო. სტუმრებმა ნოვგოროდის სამიტროპოლიტოს მეთაურს უამბეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისა და კოპტური ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის მუშაობაზე და კომისიის რიგ პროექტებზე, რომელთა დინამიური რეალიზება ხდება უკანასკნელ წლებში. მეუფემ ისურვა ღვთის შეწევნა ამ საერთო შრომაში და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ ეკლესიათაშორისს დიალოგებს აქვს მდიდარი წინარე ისტორია. აღნიშნა კოპტი ქრისტიანების მრავალგზისი ხსენება, როგორც ეგვიპტური მონასტრული ტრადიციების მატარებლებისა, წმინდა დიმიტრი როსტოველის, წმინდა ტიხონ ზადონელისა და არქიმანდრიტ პორფირის (უსპენსკის) ნაშრომებში. მიტროპოლიტმა ლევმა გაიხსენე მოსკოვის საპატრიარქოსა და კოპტური ეკლესიის აქტიური ურთიერთობის განვითარების ხანა XX-ე საუკუნის მეორე ნახევარში, რომელიც დაიწყო სსკგ-ს თავმჯოდმარის ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკოდიმ (როტოვი) ძალისხმევით, რომლის მოწაფეც თავად არის. მწყემსთმთავარმა ასევე მოგონებები გააზიარა თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელ მოგზაურობაზე ეგვიპტეში და იქ კოპტური ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რაც უკავშირდებოდა 1972 წელს ამ ქვეყანაში პატრიარქ პიმენის ვიზიტს.
ეგვიპტელი სტუმრებისთვის მიტროპოლიტმა ლევმა ექსკურსია ჩაატარა ვარლაამ-ხუტინის მონასტრის ტერიტორიაზე. კერძოდ, სტუმრები ეწვივნენ მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარს, სადაც არის უძველესი ფრესკა ღირსი მაკარი დიდის გამოსახულებით და მრავალი სასწაულთმოქმედი ხატი.
საღამოს დელეგაცია სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოში გაემგზავრა, სადაც გაგრძელდება მისი მომლოცველობითი ვიზიტი რუსეთში.
კოპტური მონასტრების წინამძღვრებისა და მონასტრის წევრების დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დელეგაციის მეთაური ალ-მუჰრახის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის (ასიუტის პროვინცია) წინამძღვარი ეპისკოპოსი ვუკოლე; ჰადაბის წმინდა თომასა და ბიქტორის სახელობის მონასტრის (სამხრეთ სინაის პროვინცია) წინამძღვარი ეპისკოპოსი სევერი; ახმიმის (სუჰაგის პროვინცია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი მათე; ნიტრიის უდაბნოს ღირსი პაისი დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი აღათი; საპატრიარქოს პირველი ვიკარიუსი ქაიროში ეპისკოპოსი მიქაელი; პატრიარქის მდივანი, ნიტრიის უდაბნოს ღირსი პაისი დიდის სახელობის მონასტრის წევრი, მღვდელმონაზონი კირილე ანბა ბიშოი; ალ-მუჰრახის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის (ასიუტის პროვინცია) წევრი, მღვდელმონაზონი თავადროს ელ მოჰარაკი; ჰადაბის წმინდა თომასა და ბიქტორის სახელობის მონასტრის (სამხრეთ სინაის პროვინცია) წევრი, მონაზონი იუსეფ ელ-ახმიმი; ნიტრიის უდაბნოს ღირსი მაკარი დიდის სახელობის მონასტრის წევრები – მონაზონი პეტრე ელ-მაკარი, მონაზონი ზევსი ელ-მაკარი, მონაზონი მერკური ელ-მაკარი და მონაზონი მარკოზ ელ-მაკარი; კოპტური ეკლესიის საპატრიარქოს სპეციალური წარმომადგენელი დოქტორი ანტონ მილადი.
კოპტური ეკლესიის სტუმრებს მეგზურობას უწევენ სსკგ-ს ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); რუსეთში კოპტური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმონაზონი დაურ ელ-ანტონი და სსკგ-ს თანამშრომელი მღვდელმონაზონი პეტრე (ახმატხანოვი).
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/
ფოტოები ტვერისა და ნოვგოროდის სამიტროპოლიტოს საიტებიდან