მთავარი გვერდი ახალი ამბები
ჩატარდა ქრისტიანული კულტურის ფესტივალი „რუსეთი – საბერძ…

ჩატარდა ქრისტიანული კულტურის ფესტივალი „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“


საერთაშორისო ქრისტიანული კულტურის საქველმოქმედო V ფესტივალი „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“, 2021 წლის 21 აგვისტოს ერთდროულად ორ ადგილას ჩატარდა: ქრისტე მაცხოვრის ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში და მოსკოვთან მიმდებარე პარკ „პატრიოტში“ – რუსეთის შეიარაღებული ძალების აღდგომის სახელობის მთავარი ტაძრის მოედანზე.

წელს ფესტივალი ეძღვნება ბერძენი ერის განმანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყების 200 წლისთავს, ასევე ადმირალ თეოდორე უშაკოვის წმინდანთა დასში შერაცხვის 20 წლისთავს. კულტურული ფორუმის ფარგლებში ჩატარდა შემოქმედებითი მასტერკლასები, კონკურსები და კონცერტები, რომლებზეც მაყურებლებს შეეძლოთ მოესმინათ რუსული და ბერძნული მუსიკა, ენახათ ეროვნული ცეკვები და ორი ქვეყნის ეროვნული სამოსი. ამის გარდა, ფესტივალის ფარგლებში კეთილი საქმეების მარათონზე ჯილდოები გადაეცათ სრულიად რუსეთის საბავშო ნახატების კონკურსის – „რუსი და ბერძენი ხალხების მეგობრობა“ – გამარჯვებულებს.

ქრისტიანული კულტურის ფესტივალის პროგრამა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძართან ჩატარებული პარაკლისით დაიწყო.

პარკ „პატრიოტში“ მისულებს შეეძლოთ, გაცნობოდნენ, გამოფენას „კორფუ. ვისწრაფვი მიყვარდე, შევქმნა და მჯეროდეს“ და ექსპოზიციას „დაუმარცხებელი ადმირალი: წმინდა მართალი მებრძოლი თეოდორე უშაკოვი“, რომელშიც, კერძოდ, შესაძლებელია ათეულობით იშვიათობის ნახვა, რომლებიც დაკავშირებულია დიდებული საზღვაო მეთაურისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთან.

ფესტივალის გალა-კონცერტი ქრისტე მაცხოვრის სახელობის ტაძრის საკრებო დარბაზში ჩატარდა. საკონცერტო პროგრამის დასაწყისს წინ უძღოდა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მეთაურის, საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინელთა საზოგადოების თავმჯდომარის ს. ვ. სტეპაშინის გამოსვლა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსმა ლეონიდემ გააჟღერა.

მიუთითა რა რუსი და ბერძენი ხალხების ბედის ისტორიულ მჭიდრო კავშირზე, უწმინდესმა პატრიარქმა აღნიშნა: „წმინდა თეოდორე უშაკოვი რუსეთის ფლოტის ესკადრის სათავეში მონაწილეობდა იონიის კუნძულების უცხოური ოკუპაციისგან გათავისუფლებაში, ხოლო ცოტა მოგვიანებით რუსი ჯარისკაცები ეხმარებოდნენ თავიანთ ბერძენ ძმებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დაცემული გმირების, მათი თავგანწირვის ხსოვნა წმინდაა რუსეთისა და საბერძნეთის მოქალაქეებისთვის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უცვლელად უჭერს მხარს ამ ხსოვნის შენარჩუნებას, შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების განმტკიცების საქმეში, რომლებიც დაკავშირებულები არიან საერთო ქრისტიანული რწმენითა და სულიერად ახლო კულტურით. დავიცვათ მაღალი სახარებისეული იდეალების ერთგულება, არ დავივიწყოთ წინაპართა აღთქმები, რომლებმაც ბევრი იღვაწეს ერთობლივ ბრძოლაში ბერძენი ხალხის თავისუფლებისთვის – ჩვენი მოწოდება და ვალია თანამედროვე და მომავალი თაობების წინაშე“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“, შეეწევა „ჩვენი თანამედროვეების ძმურ ურთიერთობებს, მისცემს მათ შესაძლებლობას ახლოს გაეცნონ რუსული და ბერძნული კულტურის მდიდარ მემკვიდრეობებს“.

ფესტივალის პრეზიდენტის პ. ა. კარპუხინის მიერ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს. ვ. ლავროვის წერილი იქნა წაკითხული.

ორგანიზატორებისა და სტუმრების მისამართით, მისალმება ასევე გმოგზავნეს: რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვ. ი. მატვიენკომ; რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ს. კ. შოიგომ; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ო. ბ. ლიუბიმოვამ; რუსული ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარემ ს. ე. ნარიშკინმა; მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადეობის განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარემ, ს. ა. გავრილოვმა; საბერძნეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ა. მ. მასლოვმა და სხვებმა.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب