
მოსკოვის საპატრიარქო
სქიზმატებისგან მიტაცებულის ნაცვლად ახალი ტაძარი 94 დღეში ააშენეს





2021 წლის 8 აგვისტოს ტერნოპოლის ოლქის შუმსკის რაიონის სოფელ ლიუდვიშეში ტერნოპოლისა და კრემენეცკის მიტროპოლიტმა სერგიმ ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძრის კურთხევა აღასრულა, რომელიც „მეუ“-ს მომხრეების მხრიდან 2019 წელს მიტაცებული ტაძრის ნაცვლად ააგეს.
ქველმოქმედისა და მეცენატის ა. ვ. ბიბის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით 94 დღეში მოხერხდა ეკლესიის აგება, ფუნდამენტის ჩაყრიდან პირველი მსახურების ჩატარებამდე, – იტყობინება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი ტერნოპოლის ეპარქიის პრესს-სამსახურზე დაყრდნობით.
ახალ ტაძარში საღვთო ლიტურგიაზე მღვდელთმთავარს თანამსახურებდნენ ტერნოპოლის ეპარქიის სამღვდელობა და ოლქის სხვა რაიონებიდან ჩამოსული მღვდელმსახურები.
მიტროპოლიტმა სერგიმ სოფელ ლიუდვიშეში პოჩაევოს მიძინების სახელობის ლავრიდან ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ჩამოაბრძანა, რომლითაც მრავალრიცხოვანმა სამწყსომ და სასულიერო პირებმა ჯვრით მსვლელობა მოაწყვეს.
ღვთისმსახურების დასრულებისას მწყემსმთავარმა ქადაგებით მიმართა სასულიერო პირებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მრევლს, ასევე მორწმუნეებს, რომლებიც მეზობელი სოფლებიდან და რაიონებიდან იყვნენ ზეიმზე ჩასულები.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025