მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეობა მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მისალოცი წერილი გაუგზავნა მის დღეობასთან დაკავშირებით. მისალოცი გზავნილის ტექსტი ქვემოთ მოყვანილია სრულად.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
მიიღეთ ჩემი გულითადი მოლოცვა თქვენი ზეციური მფარველის, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღის დღესასწაულთან დაკავშირებით.
თქვენი რწმენისა და თქვენი მაღალი მსახურების მოშურნეობითი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრისა, მოწმობს, რომ უფალი – არა დიდ და ძლიერ ქარშია, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა, და არა
მიწის ძვრასა, და არა ცეცხლსა მას, არამედ – წულილსა ნიავისა (3 მეფ. 19:11-12) –ქვეყნის სიკეთისა და ეკლესიის ერთობისათვის მიღებულ ბრძნულ და მშვიდ გადაწყვეტილებებში.
თქვენი დღეობის დღეს უცვალებელი სითბოთი და მადლიერებით ვიხსენებ თქვენთან მრავალწლიან ნაცნობობას, მრავალჯერ შეხვედრებს, ლოცვასა და ურთიერთობას თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობასთან.
ღვთის წმინდა წინასწარმეტყველი ელიას წინამძღვრობით დაე, გიბოძოთ უფალმა თავისი ყოვლადხვავრიელი ხელით კეთილი ჯანმრთელობა და შემწეობა მაღალ სამღვდელთმთავრობო მსახურებაში, საქართველოს წმინდა ეკლესიას კი – კეთილდღეობა და გაბრწყინება ქრისტეში.
პატივისცემითი სიყვარულით ქრისტეში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო
კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023