მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარემ ალბანეთის ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის დღე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის, ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კათედრაზე ასვლის 29-ე წლისთავი მიულოცა. მისალოც წერილში ნათქვამია:
თქვენო უნეტარესობავ!
ალბანეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო საყდარზე თქვენი ასვლის 29-ე წლისთავის დღეს გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას!
ბაძავდით რა ქრისტეს ერთგულ მოწაფეებს, იზარდებოდით სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა (1 ტიმ. 4:6), თქვენ აღასრულებთ თქვენს მსახურებას ქრისტეს ეკლესიის კეთილაღშენებისთვის ალბანეთის უძველეს მიწაზე ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა (1 ტიმ. 2:2), ასწავლიდით ერთგულებს ღმერთის განდიდებასა და მადლიერებას, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით (1 პეტრ. 1: 3). ყოვლისმპყრობელმა უფალმა, რომელმაც თქვენ ეკლესიის ხომალდის საჭესთან დაგადგინათ, დაე განამრავლოს და განამშვენოს თქვენი სამღვდელთმთავრო წლები და დაგიცვათ თქვენ კეთილჯანმრთელობაში, სიმშვიდესა და კეთილდღეობაში.
ვუსურვებ თქვენს უნეტარესობას სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცეს, უხვ სულიერ სიკეთეებსა და ღვთის მოუკლებელ შეწევნას ალბანეთის წმინდა მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ მსახურებაში.
უფლისმიერი პატივისცემითი სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო
კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023