მთავარი გვერდი ახალი ამბები
შესრულდა სსკგ-ს მრავალი წლის თანამშრომლის ნ.ა. კარმანოვ…

შესრულდა სსკგ-ს მრავალი წლის თანამშრომლის ნ.ა. კარმანოვას წესის აგების მსახურება

2021 წლის 30 ივლისს დანიელის სლობოდის ეგრეთ წოდებულ აღდგომის ტაძარში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მრავალი წლის თანმაშრომლის, ნადეჟდა ალექსანდრეს ასული კარმანოვას წესის აგების მსახურება შესრულდა.

წესის აგების მსახურება სსგკ-ს თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი) შეასრულა, მასთან თანამსახურებდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ვალენტინ ვასეჩკო, სსგკ-ს მართლმადიდებელთაშორისი კომუნიკაციების სამსახურის მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, სსგკ-ს კომუნიკაციების სამსახურის უფროსი მღვდელი ილია კოსიხი, სსგკ-ს თავმჯდომარის მდივანი მღვდელი ალექსანდრე კარზანი.

მიცვალებულისთვის მსახურებაზე ლოცულობდნენ გარდაცვლილის ნათესავები და ახლობლები,სსკგ-ს თანამშრომლები.

მსახურების დაწყების წინ არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი) სსკგ-ს თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ილარიონის სამძიმარი გააჟღერა. სამძიმრის წერილში ნათქვამია: „მწუხარებით შევიტყვე, რომ თავისი ცხოვრების 68-ე წელს უფალთან წარსდგა ნადეჟდა ალექსანდრეს ასული კარმანოვა, მრავალი წლის თანამშრომელი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებისა, მანამდე კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო განყოფილების თანამშრომელი.

მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, დაწყებული 16 წლიდან, მან დაუთმო საეკლესიო სფეროში მოღვაწეობას, ჰქონდა სარწმუნოება და კეთილი გონება (1 ტიმ. 1. 18-19). თითქმის 40 წელი, 1982 წლიდან, მან იმუშავა სსგკ-ში. ყველა ვინც ნადეჟდა ალექსანდრეს ასულთან ერთად მუშაობდა, იცნობდა მას როგორც წიგნიერ, შემსრულებელ და დისციპლინირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდეობდა მისდამი მინდობილ საქმეს და ყოველთვის მზად იყო თავისი კოლეგების დასახმარებლად.

გულწრფელად ვუსამძიმრებ მიცვალებულის ნათესავებსა და ახლობლებს, ყველას, ვინც მას იცნობდა და ვისაც ის უყვარდა – ამ მძიმე დანაკლისის გამო. მწამს, რომ ზეციურ სასუფეველში მიიღებს ის ჯილდოს და განსვენებას ყველა იმასთან ერთად, რომელთაც მიწიერ ცხოვრებაში თავმდაბლობითა და ღვთის აღთქმულისადმი რწმენით გადაუტანიათ შრომა და სნეულება, მწუხარება და გაჭირვება, და გაიგონებს მაცხოვრის ხმას: შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა (მთ. 25. 21).

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ახლადშესვენებული მხევალი ღვთისა ნადეჟდას სული საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღსა შინა აბრაჰამისსა განუსვენოს, მართალთა თანა აღრაცხოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, რამეთუ მოწყალე არს და კაცთმოყუარე.

საუკუნოდ იყოს ხსენება ამისი!“

თავის მხრივ არქიმანდრიტმა ფილარეტმა აღნიშნა, რომ ნ. ა. კარმანოვა, რომელიც თითქმის 40 წელი მუშაობდა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში, უპირველესად დაგვამახსოვრდება დადებითი ადამიანური თვისებებით, რომელსაც ის ფლობდა, ადამიანებთან თავისი გულწრფელი ურთიერთობებით.

„ნადეჟდა ალექსანდრეს ასული იყო ძალიან კეთილად განწყობილი განყოფილების ყველა თანამშრომელთან, ახსოვდა, თუ ვის ცხორებაში რა ხდებოდა. ჩვენ ვცდილობდით სამაგიერო გადაგვეხადა მისთვის სიყვარულით, – აღნიშნა არქიმანდრიტმა ფილარეტმა. – ლოცვებს აღვავალენთ ღვთისადმი იმ იმედით, რომ უფალი უხვად მიაგებს მას სიყვარულით, რომელსაც ის ასე ეძებდა აქ, მიწაზე. ვიმედოვნებთ, რომ არ დაგვავივიწყებს იგი თავის ლოცვებში, და განაგრძობს ჩვენდამი ისეთივე სიყვარულით მოპყრობას, როგორსაც ჩვენ ყოველთვის ვხედავდით მის სახეზე“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب