მთავარი გვერდი ახალი ამბები
გამოქვეყნდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამონაზვნ…

გამოქვეყნდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამონაზვნო დასის მიმართვა პატრიარქ ბართლომეოსისადამი

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოქვეყნდა სამონაზვნო დასის მიმართვა პატრიარქ ბართლომეოსისადმი. დოკუმენტი მიღებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამონაზვნო კრებულის ყრილობაზე, რომელიც 2021 წლის 15 ივლისს პოჩაევოს ლავრაში ჩატარდა. ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ დელეგატები და ყრილობის თავმჯდომარე, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე, 29 ივლისს გამოქყვენდა კიევ-პეჩერის ლავრის წმინდა მიძინების ტაძრის საიტზე.

თავის მიმართვაში სამონაზვნო კრებული კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურს მოუწოდებს, შეაფასოს უკრაინის კანონიკურ ეკლესიასთან მიმართებით მის მიერ ჩადენილი მუხანათური ქმედებების შედეგები და გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებებს, რათა არ შევიდეს მართლმადიდებლობის ისტორიაში ეკლესიის მოღალატეთა რიგში.

„თქვენო უწმინდესობავ!

ათასწლიანი მართლმადიდებლური ტრადიცია შენდებოდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობაზე. თითოეული მათგანი სრული სისავსით ფლობს მადლის მთელ სავსებას, და ყველა ერთად აყალიბებს წმინდა კათოლიკე და სამოციქულო მსოფლიო ეკლესიას.

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ეს ერთობა, შეიძლება შედარებულ იქნეს წმინდა ევქარისტიასთან, სადაც მთელს წმინდა ტარიგში – სრული ქრისტეა, მაგრამ მის თითოეულ ნაწილაკშიც სრული ქრისტეა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უხსოვარი დროიდან იმარხავდა ასეთ ეკლესიოლოგიას და უფროსობის პატივის ხარკს მიაგებდა ძველ მართლმადიდებელ ეკლესიებს. ჩვენ, ქრისტეს მორწმუნეთ, გვახსოვს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვები, რომ ის მოვიდა ამქვეყნად იმისთვის კი არა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ, სხვებს ემსახუროს (იხ. მთ. 20:28). ამიტომ, ყოველგვარი სწავლება, რომელიც განსაკუთრებულ უფლებამოსილებასა და განსაკუთრებულ სტატუსს უკავშირდება, ყოველთვის ამაქვეყნის სულისკენაა მიდრეკილი.

თქვენო უწმინდესობავ, 2021 წლის 15 ივლისს სამონაზვნო დასის ყრილობის 310 მონაწილე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 258 მონასტრიდან და 56 სკიტიდან, მეტოქიონიდან და თემიდან, შეიკრიბა წმინდა მიძინების პოჩაევოს დიდ ლავრაში, რათა არა მხოლოდ იმსჯელოს სამონაზვნო ცხოვრების სიდუხჭირეზე, არამედ, ასევე, რეაგირება მოახდინოს მსოფლიო მართლმადიდებლობაში მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც ძირს უთხრიან მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას. ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამონაზვნო დასი, ყოველთვის პატივითა და კეთილი კრძალვით ვეპყრობოდით დიდი ბერძნული მონასტრების სულიერ ტრადიციებს. ჩვენთვის ათონის წმინდა მთაც და საბერძნეთის სხვა სავანეებიც წარმოადგენს სულიერი შეგონებისა და დაპურების ადგილს. ასეთი მიდგომა ტრადიციულია ჩვენი ეკლესიის მონაზვნური ტრადიცისათვის. პრაქტიკულად უკრაინის ყველა მონასტერში დაბრძანებულია ათონის წმინდა მთაზე დაწერილი ხატები და საბერძნეთთან დაკავშირებული სიწმინდენი. ჩვენ სიყვარულითა და მოკრძალებით ვეპყრობოდით ბერძენ მონაზვნებს და უბრალოებით ვიღებდით მათგან სულიერ შეგონებებს. გვახსოვს თქვენი და თქვენი წარმომადგენლების ვიზიტები უკრაინაში, როდესაც თქვენ ყოველნაირად ახდენდით საკუთარი მხარდაჭერის ილუსტრირებას კიევის კანონიკური მიტროპოლიტისადმი – თავიდან ნეტარხსენებული მიტროპოლიტ ვლადიმერისადმი (საბოდანი), მერე კი მის მემკვიდრე კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესადმი. ამიტომ ჩვენთვის უდიდეს ტკივილად და უდიდეს წუხილად იქცა ის მუხანათური ქმედებები, რომლებიც თქვენ, როგორც პირველმა მართლმადიდებლური სამყაროს ეპისკოპოსთა შორის, განახორციელეთ უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. ჩვენ ვარაუდებში ვიკარგებით, რითია მოტივირებული თქვენი გადაწყვეტილებები, თუმცა თვალნათლივ ვხედავთ, სანამდე მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებებმა. გულის ჭმუნვითა და წუხილით ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამონაზვნო წესნი, გეკითხებით თქვენ, პატრიარქ ბართლომეოსს, როგორ ურიგდება თქვენი ზნეობა შფოთის იმ დონეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თქვენმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა: ტაძრების მიტაცება, უბრალო მორწმუნეთა გვემა, ჩვენი მწყემსებისა და სამწყსოს დისკრიმინაცია სახელმწიფო დონეზე, მოწოდებები ჩვენი სამღვდელოების გასანადგურებლად? გესმით თუ არა, რომ თქვენი სიბერის ჟამს ღვთის ერთიანი ერის გაყოფის მიზეზი გახდით, რომელშიც, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე (კოლ. 3:11)? რომელი ანტიეკლესიური ძალების მოთნეობით წახვედით ასეთ ეკლესიის საწინააღმდეგო გაუგონარ დანაშაულზე? აცნობიერებთ თუ არა, რომ სისხლიან დაპირისპირებაში, რომელიც უბედურებას თესავს ჩვენს ხალხში, თქვენ შეიტანეთ ახალი თესლები რელიგიური ბრძოლისა, რომლისგანაც უფალმა დაგვიცვა ჩვენ ადრე.

არსებულ სიტუაციაში, ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამონაზვნო დასი, მოგმართავთ მოწოდებით, შეაფასოთ თქვენი ქმედებების შედეგები და გადახედოთ საკუთარ გადაწყვეტილებას. გახდით კვლავ ყველა მართლმადიდებლისათვის პატივით პირველი მღვდელთმთავარი და მამა. გაიხსენეთ მართლმადიდებლობის მტკიცე მიმდევრობა თქვენი დიდი წინამორბედებისა. დაფიქრდით, როგორი დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, თუკი მართლმადიდებლობის ისტორიაში თქვენი სახელი სამუდამოდ იქნება დაკავშირებული   დათრგუნულ ერთობასთან და იქნება ერთ რიგში დამდგარი არა თქვენს დიდ წინამორბედ და წმინდა მღვდელთმთავრების სახელებთან: იოანე ოქროპირთან, ფოტიოსთან, ტარასისთან, გენადისთან, არამედ, ეკლესიის მოღალატეებთან, რომლებმაც შებილწეს კონსტანტინეპოლის საყდარი.

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის საერთო სიწმინდის წინაშე ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრები, ადგილისმონაცვლენი და წინამძღვრები ყველა წმინდა სავანისა, აღვავლენთ ლოცვას მოწყალე უფლისადმი იმის შესახებ, რომ მოგეცეთ ხილვა იმისა, თუ სანამდე მიგვიყვანა თქვენმა მცდელობამ, გაგეერთიანებინათ კანონიერი ეკლესია იმათთან, ვინც განუდგა მას ათეული წლების წინ, და განმტკიცდა რა თავს გულქვაობაში, შფოთსა და განყოფას თესავს უბრალო ადამიანებს შორის“.

 მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب