მთავარი გვერდი ახალი ამბები
უკრაინის მართლმადიდბელმა ეკლესიამ საზეიმოდ აღნიშნა რუსე…

უკრაინის მართლმადიდბელმა ეკლესიამ საზეიმოდ აღნიშნა რუსეთის გაქრისტიანების 1033-ე წლისთავი

2021 წლის 28 ივლისს, წმინდა მოციქულთა სწორი მთავრის ვლადიმერის ხსნების დღეს და რუსეთის გაქრისტიანების 1033-ე წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კიევ-პეჩერის ლავრაში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრისწინა მოედანზე კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ საღვთო ლიტურგია აღავლინა.

წინა დღით, ვლადიმერის გორაკზე კიევში, მან ხალხმრავალ ლოცვასა და ჯვრით მსვლელობას უხელმძღვანელა, რომელშიც 350 ათასმა მორწმუნემ მიიღო მონაწილეობა.

სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიაზე უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესთან ერთად თანამსახურობდნენ უმე-ს საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარე კამენეც-პოდოლსკის და გოროდოკსკის მიტროპოლიტი თეოდორე, ლავრის წინამძღვარი ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, ასევე სტუმრები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან: ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სელევკიის ეპისკოპოს ეფრემის ხელმძღვანელობით, ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის მდივანი; სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია რემეზიანის ეპისკოპოს სტეფანესა და ტოპლიჩის ეპისკოპოს იეროთეოსის შემადგენლობით, სერბეთის პატრიაქის ვიკარიუსები; ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი პრაღის მთავარეპისკოპოსი მიქაელი.

ლავრაში შეიკრიბა ათასობით მორწმუნე და მომლოცველი, რომლებიც კიევში საერთო ლოცვისთვის უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.

ქადაგებაში უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ისაუბრა წმინდა მთავრის ვლადიმერის როლზე უკრაინელი ხალხის სულიერ ცხოვრებაში და მოუწოდა, რომ იყვნენ მოციქულთასწორის რუსთა განმანათლებლის არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი შთამომავლებიც. ამისთვის, აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, აუცილებელია, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის მცნებების აღსრულება.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ლოცვა აღავლინა პანდემიის დასრულებისთვის. ასევე ისმოდა ლოცვა-ვედრება ექიმებისთვის და სნეულთა გამოჯანმრთელებისთვის.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მღვდელმსახურებმა წმინდა ვლადიმერისადმი პარაკლისი აღასრულეს წმინდანის ხატის წინაშე.

ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს. უნეტარესმა მიტროპოლიტმა მადლობა მოახსენა სტუმრებს და მიულოცა მათ დღესასწაული, მწყემსმთავარმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოდან ჩასულ მომლოცველებს, რომლებმაც დღესასწაულის აღნიშვნაში მიიღეს მონაწილეობა, და გადასცა მათ მოკითხვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სადმი.

 

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების ცნობით

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب