მოსკოვის საპატრიარქო
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა სსგკ-ს თავმჯდომარეს დაბადების 55 წლის იუბილე მიულოცა
იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III-ის მისალოცი წერილი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს დაბადების 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
მაღალყოვლადუსამღვდელოეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, უფლისმიერ საყვარელ თანაძმას და ჩვენი ზომიერების თანამსახურს – ქრისტე იესოში წმინდა ამბორი.
ფრიად მოხარულნი ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, მხურვალედ მოგილოცოთ დაბადების 55 წელი და იმავდროულად გისურვოთ მრავალი წლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიხარული.
ჩვენ მგზნებარე ლოცვებს აღვავლენთ, რათა მადლის მომნიჭებელმა ღმერთმა ჩვენმა, რომელმან თავისი სიბრძნით თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიანიჭა თქვენი განმაშვენებელი ბრწყინვალე ტალანტები, და განგამტკიცათ იმისათვის, რომ მრავალჯერ გაამრავლოთ ისინი, – იქნება ეს გამორჩეული საღვთისმეტყველო შრომებით, ზეშთაგონებული მუსიკალური ნაწარმოებით, სამწყემსო საქმიანობით რუსი ხალხის სასიკეთოდ და წარსამატებლად თუ მართლმადიდებელთაშორისი და ქრისტიანთაშორისი დიალოგებით შერიგების საქმისათვის – „დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა“ (ეფ. 4.3).
ამის შემდეგ, მოგიკითხავთ წმინდა ამბორით ყოვლადწმინდა და ცხოველსმყოფელი საფლავიდან, სადაც ვიმყოფებით.
ქრისტეში მოყვარე თანაძმა,
+ თეოფილე III,
პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024