მთავარი გვერდი ახალი ამბები
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა სსკგ-…

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა სსკგ-ს თავმჯდომარეს 55 წლის იუბილე მიულოცეს

2021 წლის 24 ივლისს, წმინდა მოციქულთა სწორის მთავრინა ოლღას, ნათლობაში წმინდა ელენეს, ხსენების დღეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმმა ილარიონმა საღვთო ლიტურგია აღასრულა სასწაულთმოქმედთა, მოწამეთა და აღმსარებელთა, ჩერნიგოვის მთავრის მიხეილისა და მისი ბოიარის თეოდორეს სახ. ტაძარში, რომელიც შედის ჩერნიგოვის საპატრიარქოს მეტოქის კოომპლექსში. მეტოქის შენობებში განთავსებულია ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა.

ამ დღეს მეუფე ილარონს 55 წელის შეუსრულდა.

საღვთო ლიტურგიაზე მღვდელთმთავარს თანამწირველობა გაუწიეს მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა, სარანსკისა და მორდოვის მიტროპოლიტმა ზინობიმ, სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მორავიჩის ეპისკოპოსმა ანტონიმ, სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მოსკოვის საპატრიარქოს საყდართან არქიმანდრიტმა სერაფიმემ (შემიატოვსკი), კარლოვი-ვარში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის წინამძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზ კიშჩენიუკმა, სსკგ-ს მდივანმა მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში დეკანოზმა იგორ იაკუმჩუკმა, სსკგ-ს მდივანმა შორეული საზღვარგარეთის საქმეებში დეკანოზმა სერგი ზვონარიოვმა, სსკგ-ს მდივანმა ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონმა სტეფანემ (იგუმნოვი), სსკგ-ს მდივანმა რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმა დიმიტრი საფონოვმა.  

სადიაკვნო მსახურებას უძღვებოდა სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარდიაკონი ვლადიმერ ნაზარკინი.

ღვთისმსახურებაზე ლოცულობდნენ ვოსკრესენის ნოვოდევიჩის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია სოფია (სილინა), სსკგ-ს თანამშრომლები. საგანგებო კვერექსებზე აღვლენილ იქნა ლოცვითი ვედრება კორონავირუსული ინფექციისგან სახსნელად.

საგანგებო კვერექსის შემდეგ მეუფე ილარიონმა მოარული სენის გავრცელებისას საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ, მიტროპოლიტ ილარიონის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის მისასალმებელი ადრესი გააჟღერა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სახელით, მიტროპოლიტმა დიონისემ სსკგ-ს თავმჯდომარეს მაცხოვრის უძველესი ხატი და თეთრი ვარდების თაიგული მიართვა.

ანტიოქიის უნეტარესი პატრიარქის იოანეს სახელით მეუფე ილარიონს დაბადების დღე მიულოცა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის წარმომადგენლმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა. უსურვა რა სიკეთე, ჯანმრთელობა და შემდგომი წარმატებები მაღალ პოსტზე რუსეთის ეკლესიის სამსახურში, მეუფე ნიფონმა, კერძოდ, ბრძანა: „თქვენ, ძვირფასო მეუფევ, ეკლესიისა და სამშობლოს ერთგულებაში მაგალითის მიმცემი ხართ თქვენ გვერდით მსახურთათვის. თქვენს მრავალმხრივ განათლებას  ეკლესიის სასარგებლოდ იყენებთ: უძღვებით ეკლესიებსა და ერებს შორის კავშირების განმამტკიცებელ უძველეს სინოდალურ განყოფილებას. თქვენი ნათელი სამწყემსო სიტყვა, საინტერესო საღვთისმეტყველო წიგნები, ამაღლებული მუსიკა – ყველაფერი ეს ადამიანებს წმინდა ეკლესიის სიმდიდრეს აზიარებს“.

„დაე, გარდამოგივლინოთ უფალმა თავისი მადლი თქვენი კეთილი განზრახვების შესასრულებლად რუსეთის ეკლესიისა და დიდი რუსეთის სადიდებლად“, – ბრძანა დასასრულს ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა.

მისასალმებელი წერილი მიტროპოლიტ ილარიონისადმი მიღებულ იქნა, აგრეთვე, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III-სგან.

სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, მორავოჩის ეპისკოპოსმა ანტონიმ გააჟღერა უწმინდესი პატრიაქის პორფირის მისალოცი ადრესი. ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტის როსტისლავის მოლოცვა გაახმიანა ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მოსკოვის საპატრიარქოს საყდართან არქიმანდრიტმა სერაფიმემ (სმიატოვსკი).

მოსალოცი წერილები რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისგან, ასევე მოლოცვა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისგან, გააჟღერა სსკგ-ს მდივანმა მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა.

შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიმართა მიტროპოლიტმა ილარიომა:

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მაღალპატივცემულო მეუფევ დიონისე, თქვენო მაღალყოვლადუსამღდელოესობავ, მეუფევ მიტროპოლიტო ნიფონ, მეუფევ მიტროპოლიტო ზინობ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ მეუფევ ანტონი, ძვირფასო მამებო, ღირსეულო დედავ იღუმენია, ძვირფასო ძმებო და დებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა ღვთისადმი მადლობა გამოვხატო იმ წლებისათვის, რომლებიც მიწაზე გავატარე, ყველაზე მეტად კი იმისთვის, რომ სიყრმიდანვე მიხმო უფალმა თავის წმინდა ეკლესიაში და ყოველდღე ვიღებ ეკლესიისგან სულიერ ულუფას, სულიერ ნუგეშს და აღმაფრენას ყველა იმ შრომაზე, რაც უფლისგან სამღვდელთმთავრობო დავალებით მეძლევა. ამ აღმაფრენის გარეშე ვერაფერი შესრულდებოდა იმათგან, რაც შესრულდა და რაც სრულდება.

ჩვეულებრივი სამრევლო მღვდლის მსახურება აღემატება ადამიანურ ძალებს – მღვდელმა ან საკუთარ თავზე უნდა აიღოს სხვა ადამიანების წუხილი, ტკივილი, ცოდვა ან ისწავლოს, საკუთარი გულის გავლით ყველაფერი ეს ღმერთს დატვირთოს. ხოლო თუ მღვდელთმთავრებზე ვილაპარაკებთ, ვისაც საეკლესიო მთავრობა ავალებს მაღალ საპასუხისმგებლო მორჩილებას, მაშინ ეს პასუხისმგებლობა მრავალჯერ იზრდება. და არანაირი ადამიანური ძალა არ იქნება იმისათვის საკმარისი, რომ ვატაროთ ეს საეკლესიო მსახურება, თავად უფალი რომ არ განგვამტკიცებდეს ჩვენ, მღვდელმსახურებს, თავისი მადლით.

ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ისე ხდება, რომ ჩვენი ხორციელი ძალები უძლურდება. მაგრამ არასდროს უნდა დაუძლურდეს სულიერი ძალები, რასაც თანამედროვე ენაზე გამოწვა ჰქვია, როცა ადამიანი უცებ კარგავს იმ მსახურების გემოს, რაც ევალება. ეს ყვლაზე სავალალოა, რაც შეიძლება მღვდელმსახურს დაემართოს. ღმერთმა ინებოს, რომ არც ერთ ჩვენგანს არ მოუხდეს ასეთი წუთების განცდა, რაზედაც ზოგჯერ ჩივიან თანამედროვე სასულიერო პირები.

უფალი, გვამტკიცებს რა სამღვდელო მსახურებაში, მუდმივად გვაძლევს შესაძლებლობას, ვეზიაროთ მას ლოცვებით, წმინდა ევქარისტიით, ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს. სწორედ ყოველივე ეს გვაძლევს ძალებს ჩვენი მსახურების აღსასრულებლად.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო მოსკოვის და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს, რომელმაც მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მიხმო თავის გუნდში და რომლის თანაშემწეც ვარ მთელი ამ წლების განმავლობაში. მადლობელი ვარ ჩემ მიმართ გამოჩენილი ნდობისათვის, იმისათვის, რომ შესაძლებლობა მაქვს, პასუხისმგებელი ვიყო საეკლესიო საქმიანობის ერთ-ერთო ყველაზე მნიშვნელოვან სფეროზე – საგარეო საეკლესიო კავშირებზე. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, ჩემ გვერდით, იმყოფებიან საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლები.

გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენის მეშვეობით, ძვირფასო მეუფევ ნიფონ, მის უნეტარესობას, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქს იოანე X-ს კეთილი სიტყვებისთვის, რომლებიც თქვენი მშვეობით გადმომცა, და იმ კეთილი თანამუშაკობისთვის, ბევრწილად თქვენი ღვაწლით რომ დამყარდა ჩვენს ორ ეკლესიას შორის.

მინდა გულითადი მადლობა გადავცე მის უწმინდესობას, სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირირის თქვენი მეშვეობით, ძვირფასო მეუფევ ანტონი, და ასევე მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მსახურებისათვის, რომელსაც თქვენ ეწევით, – განამტკიცებთ რა ორმხრივ კავშირს ჩვენს ეკლესიებს შორის.

მინდა გთხოვოთ თქვენ, ძვირფასო მამა სერაფიმ, გადასცეთ ჩემი მადლობა მის უნეტარესობას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარეს მიტროპოლიტ როსტისლავს კეთილი სიტყვებისათვის, რომლებიც მან ამ ღირსახსოვარ დღეს მომიძღვნა, და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმ მსახურებისათვის, რასაც ასრულებთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კავშირების გასამყარებლად.

გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს, რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს, ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტ საბას, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს – ჩემი მისამართით მომართული მოლოცვებისათვის.

ჩვენ რთულ დროს გავდივართ, როდესაც მართლმადიდებელთა შორის კრიზისს დაემატა ის კრიზისი, რომლითაც ახლა მთელი მსოფლიო არის მოცული. ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ მალე დასრულდეს განსაცდელი, რომელიც გვეწია. ვლოცულობთ იმისთვის, რომ უფალმა მოგვმადლოს ჯანმრთელობა და ცხონება და ყველაფერში კეთილი მოშურნეობა.

ძალიან მინდა, იმდი მქონდეს, რომ ჩვენი მწუხარების ჟამი გაივლის და დადგება ჟამი სიხარულისა, როცა ჩვენ კვლავ შევძლებთ ღვთისადმი მადლიერებით აღვუვლინოთ მას სამადლობელი ლოცვები დამღუპველი მოარული სენისგან დახსნისათვის“.

შემდეგ მიტრიოპოლიტმა ილარიონმა საპატრიარქო ჯილდოები გადასცა სსკგ-ს თანამშრომლებს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მთავარ დანიელ მოსკოველის (III ხარისხის) ორდენით დაჯილდოვდა სსკგ-ს მდივანი მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.

ღირსი სერაფიმე საროველის (III ხარისხის) ორდენით დაჯილდოვდა სსკგ-ს პროტოკოლების სექტორის გამგე იღუმენი თეოფანე(ლუკიანოვი).

მედალი – „პატრიარქის მადლობა“ გადაეცათ სსკგ-ს მდივანს შორეული საზღვარგარეთის საქმეებში დეკანოზ სერგი ზვონარიოვს, სსსკგ-ს მდივანს ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონ სტეფანე იგუმნოვს, სსკგ-ს მდივანს რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელ დიმიტრი საფონოვს.

მთავარ დანიელ მოსკოველის მედლით დაჯილდოვდა სსკგ-ს თანამშრომელი მღვდელი ანატოლი ჩურიაკოვი, სსკგ-ს მდივანი მღვდელი ალექსანდრე კარზანი, სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახურის გამგე მღვდელი ილია კოსიხი, სსკგ-ს თანამშრომელი დიაკონი თეოდორე შულგა.

ღირსი ეფროსინე მოსკოველის მედლით დაჯილდოებულია სსკგ-ს კანცელარიის გამგე მონაზონი იულიანია (ზახაროვა).

ეკლესიის საკეთილდღეოდ გულმოდგინე შრომისათვის პატრიარქის სიგელები დაიმსახურეს სსკგ-ს თანამშრომელმა მღდელმონაზონმა კირილე პერეგუდინმა და სსკგ-ს თავმჯდომარის რეფერენტმა მღვდელმა ალექსანდრე ერშოვმა.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

 

 

 

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب