მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი პროვინცია ხენანში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოუცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ცზინპინს პროვინცია ხენანში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით.
მის აღმატებულებას ბატონ სი ცზინპინს, ჩინეთის სახალხო რსპუბლიკის თავმჯდომარეს
თქვენო აღმატებულებავ!
ღრმად დამამწუხრა, ხენანის პოვინციაში წყალდიდობის ტრაგიკული შედეგების შესახებ ცნობამ.
გამძვინვარებული ბუნებრივი სტიქია გახდა მიზეზი ადამიანების სიკვდილისა, რეგიონის ინფრასტრუქტურისათვის უზარმაზარი ზარალის მიყენებისა.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ჩინელ ხალხს და გთხოვთ, მხარდაჭერისა და ნუგეშის სიტყვები გადასცეთ მათ, ვინც ტრაგედიის შედეგად დაკარგა ნათესავები და ახლობლები, ყველა დაშავებულს კი – სწრაფი გამოჯანმრთელების სურვილი.
პატივისცემით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი