
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტოპოლიტი ილარიონი შეხვდა ბელგიის ელჩს რუსეთში
2021 წლის 20 ივლისს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ეწვია ბელგიის საელჩოს რუსეთში, სადაც შეხვედრა გამართა ბელგიის დიპლომატიური მისიის მეთაურთან მოსკოვში, მარკ მიხილსენთან.
მიტროპოლიტმა ილარიონმა ბატონ ელჩს, ბელგიაში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით, გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიაქის კირილეს სამძიმრის წერილი, რომლის ადრესატიცაა მისი უდიდებულესობა ბელგიის მეფე ფილიპე.
პირადად თავისი მხრიდან, მეუფე ილარიონმა მხარდაჭერისა და ნუგეშის სიტყვები გამოთქვა ბელგიელი ხალხის მისამართით.
ბატონმა მიხილსენმა მადლობა გადაიხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მიერ გაგზავნილი სამძიმრისთვის და მღვდელთმთავარს გააცნო გავლილი სტიქიური უბედურების დეტალები, ასევე, ბელგიის ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურების მოქმედებები და გეგმები კატასტროფის შედეგების გადასალახავად.
საუბრის მსვლელობისას, მიტროპოლიტმა ილარიონმა ელჩს მოუთხრო ბელგიაში მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრებისა და სამრევლოების შესახებ, ასევე, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან – ბრიუსელში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის საქმიანობაზე, რომელსაც ის თავადაც უძღვებოდა 2002-2009 წლებში. მღვდელთმთავარმა ელჩს საკუთარი მოგონებებიც გაუზიარა ბელგიელთა დედოფლის წარმომადგენლობასთან არსებული პაოლის ტაძარში 2003 წლის 19 იანვარს თავისი ვიზიტის შესახებ.
დასასრულ, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორმხრივი კავშირებისა დამყარებისა და ერთობლივი დიალოგისათვის.
საუბარში მონაწილეობა მიიღო სსკგ-ს სამდივნოს თანამშრომელმა შორეული საზღვარგარეთის საქმეებში, მღვდელმა ანდრია ტიტუშკინმა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025