მოსკოვის საპატრიარქო
ოქსფორდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლმა განყოფამდელი ეკლესიის წმინდანთა ნაწილებს თაყვანისცა
ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გაბრწყინებული წმინდანების დღესასწაულზე, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს აღინიშნა, ოქსფორდის (დიდი ბრიტანეთი) წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სამრევლომ წინამძღვრის, დეკანოზ სტეფანე პლატის მეთაურობით ამ ქალაქში განთავსებული წმინდა ალოიზის სახელობის ეკლესია-ორატორიაში პარაკლისი აღასრულეს.
პარაკლისი აღესრულა სუროჟის ეპისკოპოსის მათეს ლოცვა-კურთხევითა და კათოლიკური ტაძრის წინამძღვრის ნებართვით.
ამ ტაძარში ინახება კიოტი, სადაც დაბრძანებულია ბრიტანეთის კუნძულების უძველესი წმინდანების წმინდა ნაწილები. პარაკლისის ბოლოს წმინდანთა სადიდებელი გალობა შესრულდა და მომლოცველებს შესაძლებლობა მიეცათ, განყოფამდელი ეკლესიის უფლის სათნომყოფელთა წმინდა ნაწილებისთვის თაყვანი ეცათ.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
სუროჟის ეპარქიის საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024