მთავარი გვერდი ახალი ამბები
დასრულდა სსკგ-ს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ამერიკაში…

დასრულდა სსკგ-ს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ამერიკაში


2021 წლის 15 ივლისს დასრულდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი აშშ-ში, სადაც ის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით მონაწილეობას იღებდა ქ. ვაშინგტონში რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული საერთაშორისო სამიტის მუშაობაში.

ნიუ-იორკის აეროპორტიდან მიტროპოლიტი ილარიონი გამოაცილეს ამერიკაში რუსეთის კონსულმა ს. კ. ოვსიანიკოვმა და წმ. ნიკოლოზის საპატრიარქო ტაძრის კლირიკოსმა იღუმენმა ნიკოდიმოსმა (ბელიასნიკოვი).

11 ივლისს მიტროპოლიტი ილარიონი საღვთო ლიტურგიაზე თანამწირველობდა სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონთან, ნიუ-იორკის ნიკოლაევის ტაძარში. წირვის შემდეგ მოლაპარაკებები გაიმართა სსკგ-ს თავმჯდომარესა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შორის.

12 ივლისს, წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, მიტროპოლიტმა ილარიონმა სადღესასწაულო წირვა აღასრულა რსმე-ის პირველიერარქთან, აღმოსავლეთ-ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტთან ერთად ნიუ-იორკში, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სინოდალურ რეზიდენციაში.

იმავე დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი შეხვდა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმერის სემინარიის პრეზიდენტს ჩად ჰატფილდს.

14 ივლისს სსკგ-ს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტზე. სამიტის მინდვრებზე შედგა მისი შეხვედრები ყოფილ ელჩთან რელიგიური თავისუფლების საკითხებში სემ ბრაუნბეკთან, უფლებადამცველი ორგანიზიაციის Open Doors პრეზიდენტ დევით კარისთან, ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ვ. გ. გამთან, აშშ-ს კონგრესმენ ჯიმ სლეტერთან, გფრ-ს ბუნდესტაგის დეპუტატ ვალდემარ ჰერდტთან, ნაციონალური სამლოცველო საუზმის ორგანიზატორთან ამერიკაში დაგ ბერლისთან, მედიაკომანიის Trans World Radio პრეზიდენტ ლორენ ლიბთან, ქრისტიანული ორგანიზაციის Pulse ლიდერ ნიკო ჰოლმთან. იმავე დღეს მიტროპოლიტმა ვაშინგტონში მოილოცა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის იოანე წინამორბედის ტაძარი, სადაც ის მიიღო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ვიქტორ პოტაპოვმა; ეწვია, ასევე, რუსეთის ფედერაციის საელჩოს და შეხვდა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ა. ი. ანტონოვს.

15 ივლისს მიტროპოლიტმა ილარიონმა შეხვედრები გამართა კათოლიკური ფონდის „Urbi et orbi“ დამფუძნებელთან, ჟურნალის „Inside the Vatican“ მთავარ რედაქტორთან – რობერტ მოინიჰანთან და რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის იერარქთან, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილ წიამძღვართან – მიტროპოლიტ იონასთან (პაფჰაუზენი).

აშშ-ში ვიზიტისას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს თან ახლდნენ სსკგ-ს თანამშრომელი ფილიპე ჩემპიონი და იპოდიაკონი ვიაჩესლავ ლი.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური




 

გაზიარება:
რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

პატრიარქის მიმართვა რუსეთის სპორტსმენებს – ტოკიოს XVI საზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს

06.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა მიტროპოლიტ იოანიკეს, ჩერნოგორიის კათედრაზე აღსაყდებასთან დაკავშირებით

05.09.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს დოქტორ ა. მილადს ჯილდო გადასცა

03.09.2021

უწმინდესი პატრიარქ კირილეს მილოცვა ა. კარისისადმი ესტონეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით

02.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ბოროტი ძალები მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას არღვევენ

29.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

24.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ფესტივალის – „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“ – მონაწილეებს

21.08.2021

საპატრიარქო მილოცვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით

17.08.2021

რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ალექსანდრე ნეველში სახელმწიფო სიბრძნე შერწყმული იყო პიროვნულ სიწმინდესთან

22.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი დედობრივი სიყვარულით მთელს სამყაროს და თითოეულ ადამიანს გულში იკრავს

21.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტს ეწვია

20.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკუთრებას

20.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: მოდით შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენი გული ყოველთვის ღია იყოს მისი საღვთო მყოფობისათვის

19.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ვენაში პატროლოგების კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა

18.09.2021

მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვით გამოსვლა წიგნის პრეზენტაციაზე – „კიევის მიტროპოლიის შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ. კვლევები და დოკუმენტები“

16.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეთა დელეგაციას შეხვდა

14.09.2021

გამოვიდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „ეკლესიის წმინდა საიდუმლო" რუმინული თარგმანი

14.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ხალხს აუკრძალო მუსიკის მოსმენა – იგივეა, რომ აუკრძალო წყლის დალევა

13.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს

13.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب